იერაპოლისი
იერაპოლისი (ბერძ. Ἱεράπολις „წმინდა ქალაქი“) – ანტიკური ქალაქი, რომლის ნანგრევებიც მდებარეობს დღევანდელ სამხრეთ–დასავლეთ თურქეთში, ქალაქ დენიზლიდან 17 კილომეტრში. თანამედროვე ფამუქ-ქალე (თურქ. Pamukkale „ბამბის ციხე“). მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. 1988 წლიდან ფამუქ-ქალე და ქალაქ იერაპოლისის ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად ითვლება.
იერაპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | ii, iv, vii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 37°55′51″ ჩ. გ. 29°07′24″ ა. გ. / 37.93083° ჩ. გ. 29.12333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 485 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 485 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაიერაპოლისის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულში.
პერგამონის მეფემ, ევმენოს II-მ ძვ. წ. 190 წელს ძველი დასახლების ადგილას ააშენა ახალი ქალაქი და მას იერაპოლისი, ანუ წმინდა ქალაქი უწოდა.
ძვ. წ. 133 წელს ქალაქი რომის მფარველობაში შევიდა.
ახ. წ. 17 წელს მომხდარი მიწისძვრით დანგრეული იერაპოლისი აღდგენილ იქნა 60-იან წლებში და რომის არისტოკრატიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ქალაქი გახდა თავისი თერმული წყლების წყალობით. ამ პერიოდს ემთხვევა ქალაქის გაფურჩქვნის ხანა.
გადმოცემის თანახმად, ქ. იერაპლოსში 87 წელს წამებით აღესრულა ერთი ათორმეტთაგანი მოციქული ფილიპე, რომლის სახელობის ეკლესიის (მარტირიუმის) ნანგრევებიც შემორჩენილია.
395 წლიდან აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიის ნაწილია.
1210 წლიდან იერაპოლისი გადადის თურქების მფლობელობაში.
ქალაქი საბოლოოდ დაინგრა 1534 წლის მიწისძვრის შედეგად.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაიერაპოლისი, ანუ ფამუქ-ქალე დღეს ცნობილია თავისი არქეოლოგიური და არქიტექტორული ძეგლებით:
- ნეკროპოლი — თურქეთის ტერიტორიაზე უდიდესი ანტიკური ნეკროპოლი.
- კლეოპატრას აუზი — მოქმედი აბაზანები მინერალური წყლით. აშენებულია მიწისძვრის შედეგად დანგრეული რომაული აბანოების ადგილას.
- თეატრი — თურქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი სამი ანტიკური თეატრიდან ერთ-ერთი. იტევს 15 ათას მაყურებელს.
- წმ. ფილიპეს მარტირიუმი — იერაპოლისში 87 წელს წამებული ფილიპე მოციქულის სახელზე აგებული მარტირიუმის ნანგრევები.
- აპოლონის ტაძარი — აპოლონის ტაძრის ნანგრევები. ქალაქის ყველაზე დიდი ანტიკური ტაძარი.
- ტრავერტინი — კალცით გაჯერებული წყაროების მარილის დალექვის შედეგად წარმოშობილი თეთრი ტერასები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dr. Cemil Toksöz - Pamukkale & Hierapolis; 1995, Eriṣ Turizm Tic Pazarlama, Denizli.
- იერაპოლისი
- Lycos Valley (Colossae, Laodicea, and Hierapolis) დაარქივებული 2016-12-30 საიტზე Wayback Machine.
- იერაპოლისის თეატრი
- Paul Arthur - Byzantine and Turkish Hierapolis, an archaeological guide; Ege Yayinlari, Istanbul, 2006, ISBN 975-807-134-3 (online book review დაარქივებული 2010-09-17 საიტზე Wayback Machine. )