გალაქტიონ ალფაიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ალფაიძე, გალაქტიონ)

გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე (დ. 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1916, სოფ. კურსები, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 მაისი, 2006, რიაზანი, რუსეთი) — გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945).

გალაქტიონ ალფაიძე
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1916
დაბადების ადგილი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 მაისი, 2006
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჯარის სახეობა არტილერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი, senior lieutenant, მაიორი და პოდპოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი[1] , მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი[2] , წითელი ვარსკვლავის ორდენი[3] , საბჭოთა კავშირის გმირი[1] , სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა)[4] , შრომის წითელი დროშის ორდენი, Jubilee Medal "60 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", Jubilee Medal "50 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, Medal "For the Capture of Budapest", Order of Tudor Vladimirescu, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“[5] , 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, ჟუკოვის მედალი, სამამულო ომის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "30 Years of the Soviet Army and Navy", Jubilee Medal "40 Years of the Armed Forces of the USSR", „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR", Medal "For Impeccable Service", ოქროს ვარსკვლავი[1] , წითელი დროშის ორდენი[6] და სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი[7]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გალაქტიონ ალფაიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებში 1916 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქვისმთლელად მუშაობდა. 1933 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ (1937) ელექტროტექნიკოსად მუშაობდა რიონჰესზე. 1940 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა. 1946 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 343.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.podvignaroda.ru/?#id=46806004&tab=navDetailDocument
  2. http://www.podvignaroda.ru/?#id=19413362&tab=navDetailDocument
  3. http://www.podvignaroda.ru/?#id=10729794&tab=navDetailDocument
  4. http://www.podvignaroda.ru/?#id=30152574&tab=navDetailDocument
  5. http://www.podvignaroda.ru/?#id=1561278539&tab=navDetailDocument
  6. http://www.podvignaroda.ru/?#id=41176176&tab=navDetailDocument
  7. http://www.podvignaroda.ru/?#id=1510398282&tab=navDetailManUbil