ალტე პინაკოთეკა (გერმანულად: [ˈʔaltə pinakoˈteːk], ძველი პინაკოთეკა ) — ხელოვნების მუზეუმი. მდებარეობს მიუნხენში, გერმანიაში, კუნსტარეალის მხარეში.[1] არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი, რომელიც ინახავს სხვადასხვა ძველი ოსტატის მხატვრულ ნამუშევრებს. მუზეუმში ძირითადად შენახულია მეთოთხმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ნამუშევრები, და სწორედ აქედან გამომდინარეობს მუზეუმის სახელიც. Neue Pinakothek, რომელიც ხელახლა აშენდა 1981 წელს, მოიცავს მეცხრამეტე საუკუნის ხელოვნებას, ხოლო Pinakothek der Moderne, რომელიც გაიხსნა 2002 წელს, თანამედროვე ხელოვნებას. სამივე გალერეა ბავარიის სახელმწიფო მხატვრობის კოლექციების ნაწილია.[2]

ალტე პინაკოთეკა
Map
დაარსდა 1836
მდებარეობა მიუნხენი, გერმანია
ტიპი სამხატვრო მუზეუმი
აკრედიტაცია ბავარიის სახელმწიფო მხატვრობის კოლექციები
კოლექციები ძველი ოსტატები
Website www.pinakothek.de

ბავარიის მეფე ლუდვიგ I-მა, ლეო ფონ კლენზეს 1826 წელს ვიტელსბახის კოლექციის გალერეისთვის ახალი შენობის აშენება უბრძანა. [3] ალტე პინაკოთეკა იყო ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი მთელს მსოფლიოში, სტრუქტურით და კონცეპტუალურად დაწინაურებული.[4] პინაკოთეკის ნეო-რენესანსული ექსტერიერიც კი აშკარად გამოირჩევა მე-19 საუკუნის დასაწყისში გავრცელებული ციხის მსგავსი მუზეუმისაგან. თავის დროზე ძალიან თანამედროვე შენობა გახდა სამაგალითო სამუზეუმო ნაგებობა გერმანიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მუზეუმი 1836 წელს გაიხსნა, მას შემდეგ კი ალტე პინაკოთეკას მსგავსი სხვა მუზეუმებიც გაიხსნა, მათ შორისაა ერმიტაჟის მუზეუმი, რომელიც სანქ-პეტერბურგში მდებარეობს, მსგავსი მუზეუმები ასევე გაიხსნა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც: რომი, ბრიუსელი, კასელი და სხვა.

 
ალტე პინაკოტეკა, სამხრეთის ფასადი

მუზეუმის შენობა ძლიერ დაზიანდა მეორე მსოფლიო ომში, დაბომბვის შედეგად, მაგრამ მოგვიანებით შენობა გაანახლეს და საზოგადოებისთვის ხელახლა გაიხსნა 1957 წლის 7 ივნისს, გახსნის ცერემონიას ესწრებოდა პრეზიდენტი თეოდორ ჰოისი.[5] მუზეუმის განახლების პროექტს ხელმძღვანელობდა ერნსტ ბაკნერი, რომელმაც იზრუნა იმაზე რომ შენობას თავისი პირვანდელი ორიგინალური სახე შეენარჩუნებინა. მორთული, ომამდელი ინტერიერი, მათ შორის დიდი ლოჯი სამხრეთ ფასადის ზედა სართულზე, არ აღუდგენიათ. ახალი კედლის საფარი შეიქმნა 2008 წელს. ოთახების მწვანე და წითელი ფერის დიზაინი დამახასიათებელი იყო მე-16 საუკუნის მრავალი ევროპული მუზეუმისთვის.

კოლექცია

რედაქტირება
 
ქრისტეს ჯვარცმა, შესრულებულია ლუკას კრანახი უფროსის მიერ
 
დავინჩის მადონა და ბავშვი

მუზეუმი იმყოფება ბავარიის სახელმწიფო ფერწერის კოლექციების ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ასევე ფლობს რამდენიმე ათასი ევროპული ნახატის გაფართოებულ კოლექციას, ნახატები ძირითადად შექმნილია მე-13 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით. მსოფლიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული იტალიური, ძველი გერმანული, ძველი ჰოლანდიური და ფლამანდური ნახატების კოლექცია.

ამ ნახატებიდან 800-ზე მეტია გამოფენილი ძველ პინაკოთეკში. 2014 წლიდან 2017 წლამდე რეკონსტრუქციული სამუშაოების გამო, მუზეუმის ზოგი ნაწილი მნახველისთვის მიუწვდომელი იყო. [6]

  • გერმანული ნახატები XIV-XVII საუკუნეები

ალტე პინაკოთეკას გააჩნია გერმანელი ძველი ოსტატების ყველაზე სრულყოფილი კოლექცია. სხვათა შორის, პინაკოთეკაში შემონახულია მრავალი გერმანელი მხატვრის ნახატები: ეფან ლოხნერის ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს შობა, მაიკლ პაჩერის ეკლესიის მამების სამსხვერპლო, მარტინ შონგაუერის წმინდა ოჯახი, ალბრეხტ დიურერის: ოთხი მოციქული, პაუმგარტნერის საკურთხეველი, ავტოპორტრეტი, ჰანს ბალდუნგ გრიენის მარგრეივ კრისტოფი ბადენი, ალბრეხტ ალტდორფერის ისოს ბრძოლა, კრანახის გოდება ჯვრის ქვეშ, ჰოლბეინის წმინდა სებასტიანის საკურთხეველი; მათის ნაითჰარდტის Erasmus und Maurice, ჰანს ფონ აახენის სიმართლის ტრიუმფი, ადამ ელშაიმერის ფრენა ეგვიპტეში და იოჰან ლისის კლეოპატრას სიკვდილი.

  • ადრეული ჰოლანდიური ნახატები XV-XVI საუკუნეები

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციაა, განსაკუთრებით ადრეული ჰოლანდიური ნახატებისთვის. კოლექციის ნაწილია ისეთი შედევრები როგორიცაა ვან ეიკი და სხვა განსაკუთრებული ნახატები, მათ შორისაა: როგირ ვან დერ ვეიდენის წმინდა კოლუმბას სამსხვერპლო, დიერიკ ბუტსის Ecce Agnus Dei, ლუკას ვან ლეიდენის ღვთისმშობელი და ბავშვი მარიამ მაგდალელთან და დონორთან ერთად, ჰიერონიმუს ბოშის ფრაგმენტი ბოლო განკითხვიდან, ჰანს მემლინგის ღვთისმშობლის შვიდი სიხარული და სხვა.

  • ჰოლანდიური ნახატები XVII-XVIII საუკუნეები

ეს განყოფილება შეიცავს უამრავ დახვეწილ ნახატს. მათ შორის არიან მხატვრები: რემბრანდტი, ფრანს ჰალსი, პიტერ ლასთმანი, კარელ ფაბრიტიუსი, ჯერარდ ტერბოჩი, იაკობ ვან რუისდაელი და მრავალი სხვა.

  • ფლამანდური ნახატები XVI -XVIII საუკუნეები

კოლექცია შეიცავს ისეთი მხატვრების შედევრებს როგორიცაა: იან მაბუსე, პიტერ ბრიუგელ უხუცესი, იან ბრიუგელ უფროსი, პიტერ პოლ რუბენსი, ვან დიკი, იაკობ ჟორდაენსი და ადრიენ ბროუერი.

  • ესპანური ნახატები, XVI -XVIII საუკუნეები

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე პატარა სექცია, აქ ესპანეთის ყველა ძირითადი ოსტატია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ელ გრეკო, დე ლა კრუსი, ველასკესი, ხუსეპე დე რიბერა, ფრანსისკო დე სურბარანი, და ბარტოლომე ესტებან მურილიო.

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Alte Pinakothek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 6 August 2014
  2. History | DIE PINAKOTHEKEN en. ციტირების თარიღი: 2018-05-13
  3. Alte Pinakothek | DIE PINAKOTHEKEN en. ციტირების თარიღი: 2018-05-13"Alte Pinakothek | DIE PINAKOTHEKEN". www.pinakothek.de. Retrieved 2018-05-13.
  4. muenchen.de. Alte Pinakothek de. ციტირების თარიღი: 2018-05-13
  5. Voss, Hermann (1957). „The Reopening of the Alte Pinakothek in Munich“. The Burlington Magazine. 99 (654): 312–313. JSTOR 872096.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2014-02-17