მათის ნაითჰარდტი

გერმანელი მხატვარი

მათის ნაითჰარდტი ნითჰარტი, გრიუნევალდი, გოთჰარდტი (გერმ. Matthias Grünewald, Mathis Gothart-Nithart; დ. 1470, ბავარია — გ. 31 აგვისტო, 1528, საქსონია ანჰალტი) — გერმანელი ფერმწერი.

მუშაობდა აშაფენბურგში, მაინის ფრანკფურტსა და მაინცში. 1508–1525 წლებში იყო მაინცის არქიეპისკოპოსების და კურფიურსტების კარის ფერმწერი, სამხატვრო მრჩეველი, არქიტექტორი. 1525–1526 წლებში იდევნებოდა გლეხთა ომის მხარდაჭერისთვის. მისი მნიშვნელოვანი ნაწაროებია იზენჰაიმის საკურთხეველი (1512–1515), რომელიც 9 ნაწილისგან შედგება. საკურთხეველზე გამოსახაულია ქრისტეს ვენბათა სცენები, შობა, აღდგომა. მომდევნო პერიოდის ნამუშევრებს ეტყობა იტალიური აღორძინების ხელოვანთა გავლენა. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „წმინდა ერაზმისა და მავრიკის შეხვედრა“ (1518, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი) და „ტაუზერბიშოფსჰაიმის საკურთხეველი“ (1523–1524, კარლსრუე).

ლიტერატურა

რედაქტირება