მაღრანი
(გადამისამართდა გვერდიდან ალპური ჭკა)
მაღრანი, ან ალპური ჭკა[1] (ლათ. Pyrrhocorax) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: წითელნისკარტა ანუ სუღლუკი (Pyrrhocorax pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა ანუ საღსაღანა მაღრანს (Pyrrhocorax graculus). ყვითელნისკარტა მაღრანი გავრცელებულია ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში. წითელნისკარტა, გარდა ამისა, კიდევ — ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ორივე სახეობა ბინადრობს საქართველოშიც. კოლონიური ფრინველებია. ვერტიკალურად ფრენენ 300 მ-დან 4500 მ-მდე. ბუდეს იკეთებენ კლდეებში, მდინარისპირა ხრამების კედლებში. დედალი მაღრანი 4–5 კვერცხს დებს, 17–18 დღე კრუხობს, იკვებებიან ჭიებით, მწერებით, მცენარეებით. ზოგიერთი მკვლევარი ყვითელნისკარტა მაღრანს ცალკე გვარად (Graulus) გამოყოფს.
მაღრანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყვითელნისკარტა მაღრანი (Pyrrhocorax graculus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Pyrrhocorax (Tunstall, 1771) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 506.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 327.