ალპური
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ალპიისკოე)
ალპური[2] (აფხ. Аҿыԥсҭа[3] [აჭჾჷფსთა], ყოფილი „ალპიისკოე“[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), მდინარე ბზიფის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 100 მ, შავი ზღვიდან 2 კმ, გაგრიდან 2 კმ.
სოფელი | |
---|---|
ალპური აფხ. Аҿыԥсҭа | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოლხიდა |
კოორდინატები | 43°17′01″ ჩ. გ. 40°16′48″ ა. გ. / 43.28361° ჩ. გ. 40.28000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი |
მოსახლეობა | 278[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 (443) |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 278 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 278 | -- | -- |
ისტორია
რედაქტირებაცნობილია XX საუკუნის დასაწყისიდან როგორც ალპური. 1948 წელს ეწოდა ალპური, ხოლო 1955 წელს დაუბრუნდა სახელი ალპური. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა უწოდეს აჩიფსთა (Аҽыҧсҭа), რაც „ირმის ხეობას“ ნიშნავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 115.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.