ალკუნი
ალკუნი (ლათ. Alcedo) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 7 (ან 15–17) სახეობას. მცირე ზომის კაშკაშა ფერის ფრინველები არიან. ახასიათებთ სწორი მახვილი ნისკარტი და მოკლე კუდი. ბინადრობენ წყალსატევებთან ახლოს. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებითა და წყლის მწერებით. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებზე. საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (იგივე ჩვეულებრივი ალკუნი).[1]
ალკუნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ალკუნი (Alcedo atthis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Alcedo (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- Alcedo atthis — ჩვეულებრივი ალკუნი, ან ცისფერი ალკუნი
- Alcedo coerulescens — მცირე ცისფერი ალკუნი
- Alcedo euryzona — ზოლიანმკერდა ალკუნი
- Alcedo hercules — დიდი ცისფერი ალკუნი
- Alcedo meninting — ლურჯყურა ალკუნი
- Alcedo quadribrachys — ფირუზისფერი ალკუნი
- Alcedo semitorquata — კობალტისფერი ალკუნი, ან ნახევარსაყელოიანი ალკუნი
ლიტერატურა
რედაქტირება- Fry, C. Hilary; Fry, Kathie; Harris, Alan (1992). Kingfishers, Bee-eaters, and Rollers. London: Christopher Helm. ISBN 978-0-7136-8028-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 316.