ალისტერ კროული

ალისტერ კროული (ინგლ. Aleister Crowley; დაბადების სახელი ედვარდ ალექსანდერ კროული, ინგლ. Edward Alexander Crowley; დ. 12 ოქტომბერი, 1875 — გ. 1 დეკემბერი, 1947) — გავლენიანი ბრიტანელი ოკულტისტი, მაგი, პოეტი, მწერალი, ალპინისტი, მოჭადრაკე, კაბალისტი. მაგიკო-რელიგიური სწავლების „თელემას“ და მის წიაღში აღმოცენებული თვითხელდასხმაზე ორიენტირებული მაგიური ორდენის „Astrum Argentum“-ის („ვერცხლის ვარსკვლავი“) დამაარსებელი.

ალისტერ კროული
Aleister Crowley, wickedest man in the world.jpg
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1875(1875-10-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი როიალ-ლემინგსტონ-სპა
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1947(1947-12-01)[1] [2] [5] [6] [7] [8] [9] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰასტინგსი
საქმიანობა დრამატურგი, რომანისტი, occultist[10] , ავტობიოგრაფი, მწერალი, ალპინისტი, ასტროლოგი, მოჭადრაკე, დამაარსებელი და საჭადრაკო კომპოზიტორები
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი, ტონბრიჯის სკოლა, Eastbourne College და მალვერნის კოლეჯი
Magnum opus სამართლის წიგნი, Magick Without Tears და 777 and Other Qabalistic Writings of Aleister Crowley
მეუღლე როუზ ედით კელი
ხელმოწერა Signature of Aleister Crowley.svg

დაიბადა ლემინგტონში (უორვიკშირი, დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი ფუნდამენტალისტური რელიგიური სექტის „პლიმუთის ძმების“ წევრები იყვნენ. ედვარდი ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდერი ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას; მოგვიანებით, თავის წიგნში Liber ABA, წერს რომ ბიბლიის ყოველდღიურმა მოსმენამ და ტექსტის ფაქტობრივად ზეპირად ცოდნამ, საშუალება მისცა ოკულტურ ტექსტებში უკეთესად გარკვეულიყო. 1887 წელს კროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ედვარდი კემბრიჯში მიდის სასწავლებლად. სწავლობს ინგლისურ ფილოლოგიას, მაგრამ პირველი კურსის გავლის შემდეგ თავს ანებებს უნივერსიტეტს და იწყებს მოგზაურობას. სწორედ ამ პერიოდში, კროული იღებს ახალ სახელს „ალისტერ“ და წერს პირველ ალეგორიულ პოემას „აკელდამა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

1898 წელს, კროული ხდება ჰერმეტისტული ორდენის „ოქროს განთიადის“ წევრი, თუმცაღა მოგვიანებით იგი ხმაურით ტოვებს ორდენს და აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტებს, რომლითაც მისი და ოქროს განთიადის იმპერატორის სემუელ მაკგრეგორ მაზერსის უთანხმოება პიკს აღწევს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Find a Grave — 1996.
  4. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Babelio — 2007.
  10. National Geographic — 1888.