ალიბეკი
მთა საქართველოში და რუსეთში
ალიბეკი[1] — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. ალიბეკი აღმართულია მდინარეების კოდორის მარჯვენა შენაკადის — ჩხალთისა და თებერდის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2868 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. ალიბეკზე პირველად 1936 წელს ავიდნენ ჩხალთის ხეობიდან.
ალიბეკი | |
---|---|
კოორდინატები: 43°16′11″ ჩ. გ. 41°31′43″ ა. გ. / 43.26972° ჩ. გ. 41.52861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2868 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები |
პირველი ასვლა | 1936 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 308.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.