ალიბეი
ალიბეი (უკრ. Алібей) — მარილიანი ლიმანი უკრაინაში, ოდესის ოლქში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან –0,4 მ-ით დაბლა. ზედაპირის ფართობი 72 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,5 მ. შედის ტუზლოვსკის ლიმანების შემადგენლობაში. ტბა წარმოქმნილია მდინარე ხაჯიდერის ყოფილი შესართავის ადგილას.[1]
ალიბეი | |
---|---|
ალიბეი | |
კოორდინატები: 45°47′48″ ჩ. გ. 30°00′26″ ა. გ. / 45.79667° ჩ. გ. 30.00722° ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ოდესის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –0,4 მ |
სიგრძე | 15 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ფართობი | 72 კმ² |
მოცულობა | 100 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2,5 მ |
მარილიანობა | 140 ‰ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
შავი ზღვისგან გამოყოფილია ნაყარით. წყალსატევის ქვაბული არასწორი წაგრძელებული ფორმისაა; გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ჩრდილოეთი ნაპირი წარმოქმნის ხმელეთში შეჭრილ ღერძს, სამხრეთი ნაპირი დამრეცია. აქვს ორი განშტოება: ხაჯიდერი, რომელიც მისგან გამოყოფილია ხელოვნურად გამაგრებული ყელით, თუმცა დაკავშირებულია ფარვატერით და კარაჩაუსი, რომელიც ნაწილობრივაა ცელათი გამოყოფილი. დასავლეთით ებჯინება ტბა შაგანი, აღმოსავლეთით კურუდიოლი და ბურნასის ტბა.
წყლის დონის ვარდნის გამო ახასიათებს ნაწილობრივი დაშრობა და დამლაშება. ფსკერი დაფარულია შავი ლამით, ადგილ-ადგილ ქვიშით. სასიკი — შაგანი — ალიბეი — ბურნასის სიტემამ მიიღო საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი როგორც წყლის ფრინველთა ბუდობის ადგილმა და შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო სიაში.[2]
ალიბეის საზრდოობის რეჟიმი განისაზღვრება ზღვის წყლის ინფილტრაციით, ატმოსფერული ნალექებითა და აორთქლებით. მარილიანობა იცვლება სეზონების მიხედვით 20 ‰-დან 39 ‰-მდე, მაქსიმალური 140 ‰. გვხვდება თევზები, მათ შორის: ათერინები, ღორჯო, კეფალი.[1]
1840-იან წლებში და 1856 წლამდე ალიბეიდან და მეზობლად მდებარე შაგანის ტბიდან მოიპოვებდნენ 4 მლნ. ფუთ მარილამდე, თუმცა პარიზის ხელშეკრულებით ტბათა საუკეთესო ნაწილები რუმინეთს გადაეცა, რის შემდეგაც მარილის მოპოვება შეწყდა და არც განახლებულა ამ ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შემდეგაც 1878 წელს.
წყალსატევს სახელი ეწოდა ქართული წარმოშობის მამლუქის — ალი-ბეი ალ-ქაბირის პატივსაცემად.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Велика українська енциклопедія // Алібей
- ↑ Ramsar Sites Information Service // Sasyk Lake
- ↑ Лиман Алибей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-05. ციტირების თარიღი: 2019-08-05.