ალიაშხაბ კებეკოვი

ალიაშხაბ ალიბულატოვიჩ კებეკოვი (რუს. Алиасхаб Алибулатович Кебеков; დ. 1 იანვარი, 1972 — გ. 19 აპრილი, 2015), [1] ასევე ცნობილი როგორც ალი აბუ მუჰამედი (რუს. Али Абу Мухаммад ), [2]დაღესტნელი მებრძოლი ისლამისტი რუსეთში და კავკასიის ემირატის ლიდერი დოკუ უმაროვის გარდაცვალების შემდეგ. სალაფიზმის მიმდევარი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კებეკოვი სპეციალურად დანიშნულ გლობალურ ტერორისტთა სიაში 2015 წლის 25 მარტს დაამატა. 2015 წლის 19 აპრილს, კებეკოვი მოკლეს რუსეთის უშიშროების ძალებმა, სპეცოპერაციის დროს, ბუინაკსკში, გერეი-ავლაკის დასახლებაში. კებეკოვი იყო პირველი არაჩეჩენი, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კავკასიის აჯანყებას.

ალიაშხაბ კებეკოვი
დაიბადა1 იანვარი, 1972
დაღესტანი
გარდაიცვალა19 აპრილი, 2015 (43 წლის)
დაღესტანი, რუსეთი
ეროვნებადაღესტნელი

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ალიაშხაბ კებეკოვი დაიბადა 1972 წლის 1 იანვარს დაღესტანში, შამილსკის რაიონში. იგი შეუერთდა კავკასიის საამიროს დაღესტნის ვილაიეთის, ისლამისტ ჯიჰადისტურ ჯგუფს. 2010 წლის ოქტომბერში კებეკოვი დოკა უმაროვმა დანიშნა კავკასიის ემირატის მოსამართლედ, რომელიც პასუხისმგებელი იყო შარიათის წესების გაცემაზე, ჯგუფის ქმედებისდა მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ კებეკოვი თვლიდა, რომ ეს თანამდებობა მისთვის შეუფერებელი იყო, რადგან იგი ყურანის და სუნას დიდი მცოდნე არ იყო, მან მაინც დაიკავა შესაბამისი თანამდებობა.

კავკასიის საამიროს ხელმძღვანელობა

რედაქტირება

2014 წლის 16 იანვარს YouTube-ზე გამოქვეყნდა აუდიო კლიპი, რომელშიც ხმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კებეკოვი იყო, აღიარებდა, რომ მიიღო ინფორმაცია ჯგუფის ლიდერის, უმაროვის გარდაცვალების შესახებ. როგორც ჩანს, კებეკოვმა უარყო ჯგუფის სხვა ემირების წინადადება, რომ იგი უმაროვის შემცვლელი უნდა ყოფილიყო, მან თქვა, რომ მას არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება და არასოდეს უმსახურია მეთაურად; ამის ნაცვლად მან როლისთვის ასლამბეკ ვადალოვი წარადგინა. [3] მიუხედავად ამისა, მარტში იგი ჯგუფის მეთაური გახდა. [4] კავკასიის ემირატთან დაკავშირებულმა კავკაზის ცენტრმა კებეკოვის დანიშვნა და უმაროვის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა. [5] ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, საიტმა ასევე გამოაქვეყნა კებეკოვისადმი ერთგულების აღთქმა დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და ყაბარდო-ბალყარეთში, ასევე ჩეჩნეთის ხელმძღვანელობით სირიაში დაფუძნებული ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარში.

2014 წლის ივნისში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში კებეკოვმა ბოდიში მოუხადა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ კავკასიის საამიროს თავდასხმების შედეგად და განაცხადა, რომ სამოქალაქო პირები არ უნდა იყვნენ დაჯგუფების სამიზნე. მან ასევე მოუწოდა ბოევიკებს, რომ არ გამოიყენონ ქვრივები შეიარაღებულ თავდასხმებსა და თვითმკვლელობებში. [6] მათ აჯანყებულ საქმიანობაში გააქტიურდა კავკასიის საამირო. 2014 წლის 5 ოქტომბერს გროზნოს მერიასთან თვითმკვლელი ტერორისტული აფეთქება მოხდა. დაიღუპა ხუთი რუსი პოლიციელი და თვითმკვლელიც, დაიჭრა კიდევ 12 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებელი კავკასიის საამირო იყო. ბიუტუკაევმა აიღო პასუხისმგებლობა 2014 წელს გროზნოში მომხდარ შეტაკებებზე, რომლის დროსაც 14 რუსი პოლიციელი დაიღუპა და 35 ადამიანი დაიჭრა. ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 2013 წლის დეკემბრის ვოლგოგრადის დაბომბვის შემდეგ, რომელიც ასევე განხორციელდა კავკასიის საამიროს მიერ. გროზნოში თავდასხმის მეორე დღეს მეზობელ დაღესტანში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. თუ ეს თავდასხმაც განხორციელდა კავკასიის საამიროს მიერ, ეს იქნებოდა სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამ თვეში.

2015 წლის 19 აპრილს კებეკოვი მოკლეს რუსეთის უშიშროების ძალებმა, ბიუნასკიკში ერთ-ერთი სახლის დარბევის დროს. [7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Али Абу Мухаммад (Кебеков Алиасхаб Алибулатович)“. Caucasus Knot. 18 March 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2014.
  2. „Chechen rebel leader Doku Umarov 'dead'. Long War Journal. 18 March 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2014.
  3. „Is Doku Umarov Really Dead? Assessing The Circumstantial Evidence“. Radio Free Europe/Radio Liberty. 20 January 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2014.
  4. „Chechen militant leader Doku Umarov is dead: Reports“. The Times of India. 19 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 March 2014.
  5. „Ali Abu Muhammad al Dagestani, the new emir of the Islamic Caucasus Emirate“. BBC. 18 March 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2014.
  6. "Imarat Kavkaz" leader calls on militants to abandon suicide bombings and terror acts against civilians“. Caucasian Knot. 1 July 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 4 July 2014.
  7. „Russian troops kill leader of Islamic Caucasus Emirate“. Long War Journal. 19 April 2014. ციტირების თარიღი: 19 April 2015."Russian troops kill leader of Islamic Caucasus Emirate".