დაღესტნის ვილაიეთი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დაღესტნის ვილაიეთი (დაღესტნის პროვინცია; რუსულად: Вилайят Дагестан, ვილაიიატ დაგესტან), ადრე ცნობილი, როგორც შარიათ ჯამაათი — ისლამისტი ჯიჰადისტური ჯგუფი, დაღესტნის რუსეთის რესპუბლიკაში, კავკასიის საემიროს ნაწილი.[1] ჯგუფი მჭიდრო კავშირშია სეპარატისტულ კონფლიქტებთან ახლომდებარე რუსეთის რესპუბლიკებში ჩეჩნეთში და ინგუშეთში. ის შეიქმნა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაღესტნის, როგორც ისლამური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.

დაღესტნის ვილაიეთი
რუს. Вилайят Дагестан

კავკასიური საემიროს დროშა
შეიქმნა 2002 წელი
გაუქმდა 7 ოქტომბერი 2007
ტიპი ორგანიზაცია

რასულ მაკაშარიპოვი (ემირ რასული)†

ალღაზ მალაჩიევი (ემირ აბდულ მაძიდ) †

ომარ შეიკულაევი (ემირ მურაზი)†

უმალატ მაგომედოვი (ემირ ალ ბარა) †

მაგომედ ვაგაბოვი (ემირ სეიფულა)†

ისრაპილ ველიჯანოვი (ემირ ჰასსანი) †

იბრაგიმხალილ დაუდოვი (ემირ სალიხი)†

რუსტამ ასლიდაროვი (ემირ აბუ მუჰამედი)†

ჯამაათ შარიათი აცხადებს, რომ არის ,,დაღესტნის ლეგიტიმური ავტორიტეტი", რომლის მიზანია ,,სამართლიანი საზოგადოების" დამკვიდრება, რომელიც დაფუძნებულია შარიათის კანონებზე. ამ მიზნის მისაღწევად, ჯამაატი მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულია პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და ზოგიერთი სამოქალაქო პირის სიკვდილი, როგორიცაა მთავრობის ერთგული მუსლიმი სასულიერო პირები და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები. იგი პასუხისმეგებელია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალებაში რუსეთში. ასევე სამხედრო მოქალაქეებისა და ჩინოვნიკების გარდაცვალებაშიც მიუძღვის წვლილი.

ჯამაატი ამბობს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჰიპოთეტურად შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი ჯარს გაიყვანს რეგიონიდან და უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფის მტკიცებით, იგი მზად არის გრძელვადიანი პარტიზანული ომისთვის, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს რუსეთის მთელ ფედერაციაში, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში.[2] 2010 წლის მონაცემებით, მიმდინარე ძალადობამ მულტიეთნიკური და კორუფციული და სიღარიბისგან დაზარალებულ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი გამოიწვია.

შარიათ ჯამაათი დააარსა ემირ რასულმა (რასულ მაკაშარიპოვი) ბევრად უფრო მცირე დაღესტნის ტერორისტული ჯგუფი, სახელწოდებით ჯენეტი (არაბულიდან ითარგმნება როგორც ,,სამოთხე").[3] 1999 წელს მაკაშარიპოვი იბრძოდა მთავრობის წინააღმდეგ ჩეჩნეთიდან დაღესტანში მეამბოხეების გადასმის გამო. ჩეჩნეთში საბრძოლველად წასვლის შემდეგ, იგი 2002 წელს სამშობლოში დაბრუნდა და დააარსა ჯენეტი, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაღესტანში უსაფრთხოების ძალების უფროსი ოფიცრების განადგურება.

ჯგუფი ერთგული იყო ჩეჩენი მეთაურის შამილ ბასაევისა და მისი ოპერაციების ცენტრი იყო რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩკალა, ახლომდებარე ტარკი-ტაუს მთასთან ერთად. აჯანყებულებმა მოახერხეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის მკვლელობა, როგორიცაა კამილ ეტინბეკოვი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და კონტრტერორისტული ტერიტორიული სამსახურის უფროსი; ახბერდილავ აკილოვი, პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი ექსტრემიზმისა და კრიმინალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მისი განყოფილების 28 ოფიცერი; და მაგომედ გუსაევი, ეროვნული პოლიტიკის, ინფორმაციისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი.

შარიათ ჯამაატი

რედაქტირება

2004 წლის ბოლოს მისი რამდენიმე მთავარი ლიდერის დაკარგვის შემდეგ, ჯენეტის ნანგრევენზე ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბება დაიწყო და გადაკეთდა შარიათ ჯამაატად (არაბულად „ისლამური სამართლის საზოგადოება“). ახალი ჯგუფი, ბევრად უფრო დიდი და უფრო დეცენტრალიზებული იყო. ჯამაათს ასევე აქვს რამდენიმე უფრო დიდი პარტიზანული ქვედანაყოფი, რომელთაგან თითოეული 15-მდე მებრძოლია, რომლებიც დაღესტნის ტყიან და მთიან რაიონებში არიან განლაგებულნი და ზოგჯერ შედარებით დიდ ბრძოლებში მონაწილეობენ საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერით რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. (მაგალითად, მარტის ბრძოლა,2009 წელს, რის დროსაც დაიღუპა 16 აჯანყებული და მინიმუმ ხუთი რუსი ჯარისკაცი[4]).

მაკაშარიპოვი მოკლეს 2005 წლის 6 ივლისს რუსულ ჯარებთან სროლის დროს, ხოლო მისი მოადგილე რაბანი (რაპანი ხალილოვი) ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი გახდა. ამბობდნენ, რომ რაბანი უაღრესად პოპულარული იყო ახალგაზრდებში და მას შეეძლო ასობით მებრძოლის დაკომპლექტება ჯამაათის რიგებში. იგი მჭიდრო კავშირში იყო ჩეჩენ აჯანყებულებთან და უცხოელი მებრძოლების მეთაურთან, აბუ ჰაფს ალ-ურდუნთან. ის მოკლეს რუსმა სპეცრაზმელებმა სახლის ალყაში მოქცევის დროს, 2007 წლის 17 სექტემბერს.

  1. "Boston investigators turn focus to suspect's 2012 trip to Dagestan". The Guardian. 21 April 2013. Archived from the original on 27 June 2013. Retrieved 22 April 2013.
  2. Fuller, Liz (27 January 2009). "Daghestan's Islamic Fighters Continue To Hone Military, PR Skills". Rferl.org. Retrieved 16 March 2011.
  3. Shariat organization succeeds to Dzhennet rebel group Archived 21 September 2008 at the Wayback Machine
  4. (in Russian) Итог спецоперации в Дагестане: 16 убитых боевиков, 5 погибших силовиков Archived 12 March 2012 at the Wayback Machine