ალიანსი საქართველოსთვის

ალიანსი საქართველოსთვის — პოლიტიკური კოალიცია საქართველოში 2009-2010 წლებში. კოალიციის ლიდერი იყო ირაკლი ალასანია.

ალიანსი საქართველოსთვის
ალიანსი საქართველოსთვის
სტატუსი დაშლილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი ირაკლი ალასანია
ისტორია
დაფუძნდა 23 თებერვალი, 2009
დაიშალა 15 ივნისი, 2010

2009 წლის 16 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური გუნდი წარადგინა. მისი გუნდის წევრები იყვნენ:„ტეტის პეტროლიუმ ლიმითედის“ ხელმძღვანელი ლევან მიქელაძე, ექიმი დიმიტრი ტვილდიანი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიასა და ეუთო-ში ვიქტორ დოლიძე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო გოგუაძე, იურისტი ზურაბ აბაშიძე და თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი ალექსი პეტრიაშვილი.[1]

2009 წლის 23 თებერვალს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა, ახალმა მემარჯვენეებმა და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიცია „ალიანსი საქართველოსთვის“ შექმნეს.[2] 2009 წლის 9 აპრილს „საქართველოს გზა“ კოალიციას შეუერთდა. „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 9 აპრილის მემორიალთან გამოაცხადა.[3]

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციამ მიიღო 9.19% და მესამე ადგილზე გავიდა. თბილისში საარჩევნო ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის“ მიიღო 17.97% და თბილისის საკრებულოში შეიყვანა 5 დეპუტატი. კოალიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღო 19.05% და მეორე ადგილზე გავიდა.[4] 2010 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა.[5]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2010 ადგილობრივი 9.19% გავიდა მესამე ადგილზე