ზურაბ აბაშიძე (პოლიტიკოსი)
ზურაბ აბაშიძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი. თბილისის IV მოწვევის საკრებულოსა და საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.
ზურაბ აბაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1973 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწედ. 1998-2000 წლებსი იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მრჩეველი. 2000 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2004-2005 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2005-2007 წლებში სხვადასხვა დროს იყო: აფხაზეთის მთავრობის წევრი, ხოლო შემდეგ მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი. 2010-2012 წლებში ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012-2015 წლებში — პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დარგობრივი ეკონონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. 2017–2021 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ზურაბ აბაშიძე (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ აბაშიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)