ალექსი უხტომსკი
ალექსი ალექსის ძე უხტომსკი (რუს. Алексей Алексеевич Ухтомский; დ. 25 ივნისი [ძვ. სტ. 13 ივნისი], 1875 — გ. 31 აგვისტო, 1942) — რუსი ფიზიოლოგი. 1924 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. იკვლევდა აღგზნებისა და შეკავების პროცესებს თავისა და ზურგის ტვინში, ადამიანის ქცევის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს. ჩამოაყალიბა შრომის ფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც სწავლობნენ დაღლას, შრომით მოძრაობას.
ალექსი უხტომსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 ივნისი, 1875, 13 (25) ივნისი, 1875[1] ან 25 ივნისი, 1875[1] |
დაბ. ადგილი | ვოსლომა (იაროსლავსკის ოლქი)[2] |
გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1942[3] [1] (67 წლის) ან 30 აგვისტო, 1942[4] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[3] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ფიზიოლოგი |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] |
ალმა-მატერი | Q4318657?[2] , მოსკოვის სასულიერო აკადემია[2] და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[2] |
ჯილდოები | ლენინური პრემია[4] |
ალექსი უხტომსკი იყო ნიკოლოზ ვედენსკის მოწაფე. 1906 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იქვე მუშაობდა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, რომელსაც 1922 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1937 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრო-ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორია. ივანე სეჩენოვის, ნიკოლოზ ვედენსკის და ჩარლზ სკოტ შერინგტონის დაყრდნობით უხტომსკიმ აღმოაჩინა ნერვული სისტემის მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელსაც მან დომინანტი უწოდა. მოძღვრებას დომინანტის შესახებ ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში. დომინანტის ცნებამ, აგრეთვე უხტომსკის მოძღვრებამ რიტმის შეთვისების შესახებ, რომლის მიხედვითაც ორგანოს მუშაობის რეჟიმი შეესაბამება გარეგანი გაღიზიანების რიტმს, მას შესაძლებლობა მისცა ახლებურად გაეშუქებინა დაღლის ბუნება.
1932 წელს უხტომსკის მიენიჭა ლენინის სახელობის პრემია. გარდაიცვალა ლენინგრადის ბლოკადის დროს.
თხზულებები
რედაქტირება- Собр. соч., т. 1–6, Л., 1945-62.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.
- Меркулов В. Л., А. А. Ухтомский. Очерк жизни и научной деятельности, М. – Л., 1960;
- Айрапетьянц Э. Ш., Алексей Алексеевич Ухтомский, Л., 1969.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Э. Филиппова, Д. Тодес Молитва как парадигма: Алексей Ухтомский, доминанта и психофизиология спасения, Prayer as Paradigm: Aleksei Ukhtomsky, the Dominanta, and the Psycho-Physiology of Salvation // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 1. — С. 7–60. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24412/2076-8176-2023-1-7-60
- ↑ 3.0 3.1 Ухтомский Алексей Алексеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 4.0 4.1 Марков А. Г. Вехи истории Физиологического института им. А.А. Ухтомского Санкт-Петербургского (Ленинградского) государственного университета, Milestones in the history of the A.A. Ukhtomsky Institute of Physiology, St. Petersburg (Leningrad) State University // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 3. — С. 51–76. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24412/2076-8176-2023-3-51-76