ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ალექსანდრიანი“ — ქართულად ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლი. მისი პირველწყაროა ფსევდოკალისტენეს თხზულება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ („ალექსანდრეს რომანი“), რომლის კვალი ჩანს ჯერ კიდევ IX საუკუნის II ნახევრის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“.

ქართულად თარგმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს XI საუკუნეში. ამ თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ციტატა „ალექსანდრეს რომანიდან“ გვხვდება ლეონტი მროველის ნაშრომში. XIV საუკუნეში სამხრეთ ევროპაში შეიქმნა და ფართოდ გავრცელდა რომანის ახალი, სერბიული რედაქცია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა ალექსანდრესა და როქსანას ტრაგიკული სიყვარულის თემა. XV საუკუნეში გაჩნდა სერბიული რედაქციის რუსული ვარიანტი, რომელიც მცირეოდენი ცვლილებებით 1700-1713 წლებში პროზად თარგმნა არჩილ მეფემ. 1713-1724 წლებში არჩილის თარგმანი გალექსა მდივან-მწიგნობარმა პეტრე ჩხატარაისძემ, მანვე ხელახლა პროზაულად გადაამუშავა „ალექსანდრიანი“, სრულიად გადააკეთა ზოგიერთი ეპიზოდი, დაურთო ახალი თემატური დეტალები, გააღრმავა ანტიმუსლიმანური ტენდენცია, გააძლიერა ქრისტიანული მოტივი, შედარებისათვის მიმართა „ამირანდარეჯანიანი“, „ვისრამიანის“, „ვეფხისტყაოსნის“, „ლეილმაჯნუნიანი“, „იოსებზილიხანიანისა“ და სხვა თხზულებათა გმირებს.

„ალექსანდრიანის“ სამივე ქართული ვერსია დაცულია ხელნაწერების სახით: არჩილისა — საქართველოს ცენტრალურ არქივში (№ 123), ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-105) და სხვა. პ. ჩხატარაისძისა: გალექსილი — ხელნაწერთა ინსტიტუტში (Q-736), პროზაული — იქვე (H-1204, S-1514) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრიანი“-დან