პეტრე ჩხატარაისძე

პეტრე ჩხატარაისძე (გ. 1725) — ქართველი სასულიერო პირი და მწერალი, მოღვაწეობდა XVIII საუკუნის I ნახევარში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობით იყო გურიიდან, ქობულეთიდან. აღიზარდა და ადრეული წლებიდანვე ბერად აღიკვეცა ტრაპიზონში. ეწეოდა ლიტერატურულ და პედაგოგიურ საქმიანობას, სწავლობდა ალექსანდრე მაკედონელის ისტორიას. დაწერა გიორგი IV გურიელის ხოტბა და „მოთხრობა ქრისტიანობისა ქობულეთისა კერძოთა შინა“. 1713-1724 წლებში გალექსა არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი „ალექსანდრიანი“, შექმნა მისი ახალი რედაქციაც. მოღვაწეობდა ზუგდიდში, ბეჟან I დადიანის კარზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლოლაშვილი, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.
  • მენაბდე, ლ. „ძველი ქართული მწერლობის კერები“, ტ. 1 ნაკვეთი 2, თბილისი, 1962
  • ბარამიძე, ა. „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 2, თბილისი, 1940
  • იოანე ბატონიშვილი, მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, ტფილისი: ელექტრო-მბეჭდავი ს.მ. ლოსაბერიძისა, 1913. — გვ. 21.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება