ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი

ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი — მონუმენტური, ხელოვნების ძეგლი. დგას სტეფანწმინდის ცენტრში. გაიხსნა 1960 წელს (ავტორები მოქანდაკე ირაკლი ოჩიაური, არქიტექტორი გიორგი ლეჟავა). ძეგლი ბრინჯაოსია. მარმარილოს კვარცხლბეკზე (სიმაღლე 5 მეტრი) აღამრთულია მწერლის ნაბადწამოსხმული ფიგურა. ძეგლის უკან მოხევეთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ჰორელიეფური პანოა. კვარცხლბეკს აწერია „ალექსანდრე ყაზბეგი“.

ლიტერატურა

რედაქტირება