ალექსანდრე მურადაშვილი

ალექსანდრე მურადაშვილი (დ. 1890 — გ. 1956) — ქართველი მომღერალი და რეჟისორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე მურადაშვილი (ედუარდ ბლანი) დაიბადა 1890 წელს, 1908 წელს იგი შევიდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1910 წელს წავიდა პარიზში რათა დაეხვეწა თავისი ხმა. მამამ მას ყველანაირ დახმარებაზე უარი უთხრა რადგან ალექსანდრეს მიზნების სრული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ალექსანდრე არ დანებებულა და განაგრძო მიზნებისკენ სწრაფვა. 1915 წლამდე ეუფლებოდა ვოკალურ ხელოვნებას პარიზში, შემდეგ მილანში. როდესაც სწავლა დაამთავრა გამოდიოდა მაროკოს, ჟენევის, ტუნისის საოპერო დარბაზებში. 1919 წლიდან 1956 წლამდე იყო პარიზის ოპერის წამყვანი, ბარიტონი, რეჟისორი. პარიზში მას ფსევდონიმად ედუარდ ბლანს ეძახდნენ. ალექსანდრე მურადაშვილი გარდაიცვალა 1956 წელს. მისი ძმა — ლევანი მურადაშვილი საზღვარგარეთ გამოჩენილი მოქანდაკე იყო, თავიდან ის პარიზში ხოლო შემდეგ აშშ-ში გადასახლდა. ლევანმა მსოფლიო გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი. მეორე ძმა — კონსტანტინე მურადაშვილი 40 წლის მანძილზე მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1925 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება