ალექსანდრე კობახიძე
ალექსანდრე (სანდრო) კობახიძე (დ. 11 თებერვალი, 1987; თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1] 2014 წლის ივლისიდან იჯარის წესით განათხოვრებულია ლუცკის „ვოლინში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე კობახიძე | ||
დაბადების თარიღი | 11 თებერვალი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | განაპირა ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვოლინი ლუცკი | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2004 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2005 | სპარტაკი თბილისი | 13 | (0) |
2006–2008 | დინამო თბილისი | 43 | (7) |
2008– | დნიპრო დნეპროპეტროვსკი | 9 | (1) |
2009–2010 | → კრივბასი (იჯარით) | 24 | (0) |
2011–2013 | → არსენალი კიევი (იჯარით) | 41 | (9) |
2014– | → ვოლინი ლუცკი (იჯარით) | 8 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006–2007 | საქართველო 19 წლ. | 3 | (0) |
2007-2008 | საქართველო 21 წლ. | 9 | (0) |
2006- | საქართველო | 21 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ნოემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014 |
კარიერა
რედაქტირებაკარიერა დაიწყო თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში. შემდეგ იცავდა ასევე დედაქალაქის კლუბ „სპარტაკის“ ღირსებას. 2005 წელს დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 3 სეზონი გაატარა. 2008 წლის ზამთარში გადავიდა უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“.[2] უკრაინის პემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 22 მარტს „ზაკარპატიესთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში.[3]. შემდეგ ზამთრის სატრასნფერო ფანჯრამდე „დნიპროს“ რიგებში მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. 2009 წლის ივლისში იჯარის წესით გადავიდა კრივოი-როგის „კრივბასში“, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. 2011 წლის მარტში „დნიპრომ“ ასევე იჯარის წესით გაანათხოვრა კიევის „არსენალში“. „დნიპროში“ დაბრუნების შემდეგ 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 2014 წლის ივნისიდან იჯარის წესით იმყოფება ლუცკის „ვოლინში“, იგი გუნდს ხორვატიულ შეკრებაზე შეუერთდა.[4]
სანაკრებო გოლები
რედაქტირება# | თარიღი | ადგილი | მეტოქე | გოლი | შედეგი | გათამაშება |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 11 ნოემბერი, 2011 | მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველო | მოლდოვა | 1–0 | 2–0 | ამხანაგური |
2. | 29 თებერვალი, 2012 | მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველო | ალბანეთი | 1–1 | 2–1 | ამხანაგური |
3. | 22 მარტი, 2013 | სტად დე ფრანსი, სენ-დენი | საფრანგეთი | 3–1 | 3–1 | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dnipro threaten Ukraine's duopoly. FIFA (2008-02-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2009-04-24.
- ↑ «Днепр» подписал Кобахидзе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-19. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
- ↑ Украина — Закарпатье (Ужгород) — Днепр (Днепропетровск) — Чемпионат.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-24. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
- ↑ "დნიპროდან" წამოსული სანდრო კობახიძე შეკრებაზე ლუცკის "ვოლინს" გაჰყვა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 8 ივლისი, 2014.