ალექსანდრ დიუმა (მამა)
ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაში, სუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტი, პიკარდია, საფრანგეთი).
ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრ.
მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრ ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.
თომა-ალექსანდრ გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრ დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრმა მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.
კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).
1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.
1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრი ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.
გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს, პიუის კომუნაში, დიეპთან ახლოს (ამჟამად დიეპის გარეუბანი, ზღვისპირა სენის დეპარტამეტი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი).
რჩეული ნაწარმოებები
რედაქტირება- ტრილოგია დ'არტანიანსა და სამ მუშკეტერზე:
- „სამი მუშკეტერი“ (Les Trois Mousquetaires, 1844)
- „ოცი წლის შემდეგ“ (Vingt ans après, 1845)
- „ვიკონტი დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ“ (Le Vicomte de Bragelonne, ou Dix ans plus tard, 1847)
- „გრაფი მონტე-კრისტო“ (Le Comte de Monte-Cristo, 1845—1846)
- „ორი დიანა“ (Les Deux Diane, 1846)
- ტრილოგია ანრი ნავარელზე:
- „დედოფალი მარგო“ (La Reine Margot, 1845)
- „გრაფინია დე მონსორო“ (La Dame de Monsoreau, 1846)
- „ორმოცდახუთი“ (Les Quarante-Cinq, 1847)
- სერია საფრანგეთის რევოლუციაზე:
- „ჯუზეპე ბალზამო, ანუ ექიმის ჩანაწერები“ (Joseph Balsamo, 1846—1848)
- „დედოფლის ყელსაბამი“ (Le Collier de la Reine,1849-1850)
- „ანჟი პიტუ“ (Ange Pitou,1853)
- „გრაფინია დე შარნი“ (La Comtesse de Charny,1853-1855)
- „შევალიე დე მეზონ-რუჟი“ (Le Chevalier de Maison-Rouge,1845)
- „შავი ტიტა“ (La tulipe noire, 1850)
- „ლუიზა სან ფელიჩე“ (La San Felice, 1864)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრ დიუმა (უფროსი) — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ალექსანდრ დიუმა დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine. Lib.ge-ზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118528068 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 M. Br. Dumas, Alexandre // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 654–656.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Наркевич А. Ю. Дюма [отец] // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 8.0 8.1 IMSLP — 2006.
- ↑ 9.0 9.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 10.0 10.1 Discogs — 2000.
- ↑ 11.0 11.1 NooSFere — 1999.
- ↑ 12.0 12.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 13.0 13.1 BD Gest'
- ↑ 14.0 14.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
- ↑ 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 16.0 16.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 17.0 17.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 18.0 18.1 GeneaStar
- ↑ 19.0 19.1 Babelio — 2007.
- ↑ 20.0 20.1 20.2 BeWeB
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 The Fine Art Archive
- ↑ Дюма // Энциклопедический лексикон — СПб: 1841. — Т. 17. — С. 392–393.
- ↑ http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2010/07/24
- ↑ http://www.alalettre.com/dumas-oeuvres-pantheon.php
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ http://espn.go.com/nfl/draft2013/story/_/id/8919475/manti-teo-taking-indefinite-leave-twitter-according-source
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/index/nt00435
- ↑ https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.02.32/invnr/891ED.12/file/00039989.PDF
- ↑ https://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjMtMDgtMTgiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6Mzk7czo0OiJyZWYyIjtpOjIwODI4MjtzOjE2OiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sIjtiOjE7czoyMToidmlzaW9ubmV1c2VfaHRtbF9tb2RlIjtzOjQ6InByb2QiO30=#uielem_move=-156%2C-1409&uielem_rotate=F&uielem_islocked=0&uielem_zoom=101 — გვ. 18/48.
- ↑ F. T. M. Dumas, Alexandre (fils) // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 656–657.
- ↑ З. Венгерова Дюма-сын, Александр // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. XI. — С. 376–377.