ალექსანდრე გროსჰეიმი

ალექსანდრე ალფონსის ძე გროსჰეიმი (რუს. Алекса́ндр Альфо́нсович Гроссгейм; დ. 23 თებერვალი, 1888, სოფ. ლიხოვკა, ახლანდ. დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა, — გ. 4 დეკემბერი, 1948, ლენინგრადი) — რუსი ბოტანიკოსი, კავკასიის ფლორის მკვლევარი; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945), სტალინის პრემიის ლაურეატი (1948).

ალექსანდრე გროსჰეიმი
რუს. Александр Альфонсович Гроссгейм
დაბ. თარიღი 23 თებერვალი (6 მარტი), 1888
დაბ. ადგილი Lykhivka
გარდ. თარიღი 4 დეკემბერი, 1948(1948-12-04)[1] [2] (60 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი და მწერალი
მუშაობის ადგილი კომაროვის ბოტანიკის ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Institute of Botany და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და Komarov prize

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1912 წელს. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში (1913-1926), თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1917-1930), აზერბაიჯანის უნივერსიტეტში (1927-1946), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის აზერბაიჯანის განყოფილების ხელმძღვანელად (1932–1936), მის მიერვე დაარსებული აზერბაიჯანის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორად (1936–1947). 1947 წლიდან განაგებდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკად. ვ. კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის კავკასიის სექტორს და ლენინგრადის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრას. გროსჰეიმმა სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნა კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის შესწავლას. მისი ძირითადი ნაშრომები: „კავკასიის ფლორა“ (ტ. 1–4, 1928– 34; მეორე გამოც. ტ. 1–7, ბაქო, 1939–67), „კავკასიის ფლორის ანალიზი“ (ბაქო, 1936), „კავკასიის მცენარეული რესურსები“ (ბაქო, 1946), „კავკასიის მცენარეული საფარი“ (მოსკოვი, 1948), „კავკასიის მცენარეთა სარკვევი“ (მოსკოვი, 1949). შექმნა ყვავილოვან მცენარეთა ორიგინალური ფილოგენეზური სისტემა (1945).

მნიშვნელოვანია აგრეთვე მონოგრაფიები: „მტკვარ-არაქსის აუზის მცენარეულობა“ (1932) და განსაკუთრებით „თალიშის ფლორა“ (1926). გროსჰეიმის მრავალწლოვანი საექსპედიციო მუშაობის შედეგად ამიერკავკასიაში შეგროვილი უმდიდრესი მასალა დაცულია თბილისის და ბაქოს ბოტანიკური ინსტიტუტების ჰერბარიუმებში, ხოლო მათი დუბლეტები — ლენინგრადისა და ერევნის ბოტანიკური ინსტიტუტებში. აღწერა მეცნიერებისთვის უცნობი მრავალი ახალი სახეობა. გროსჰეიმის პატივსაცემად მცენარეთა ერთ გვარსა და მრავალ სახეობას მისი სახელი უწოდეს.

ლიტერატურა

რედაქტირება