ალექსანდერ ბეროშვილი

ქართველი მოკრივე

ალექსანდერ ბეროშვილიქართველი სპორტსმენი, მოკრივე. იგი დაიბადა 1974 წლის 20 მარტს საქართველოში, გურჯაანში. 1991 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა. მალე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაზიდვის ორგანიზაციისა და რკინიგზის ტრანსპორტის მართვის ფაკულტეტზე. არაჩვეულებრივად ფლობს ესპანურ და იტალიურ ენებს.

ალექსანდრე (ალექსანდერ) ბეროშვილი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1974 (1974-03-20) (50 წლის)
საქართველოს დროშა საქართველო; გურჯაანი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო, ესპანეთი
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა კრივი
სიმაღლე 186 სმ
წონა 105 კგ
წოდება 1. საქართველოს ჩემპიონი.
2. საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.
3. საკავშირო ტურნირის გამარჯვებული.
რელიგია ქრისტიანი; მართლმადიდებელი
 
პირველი მწვრთნელი რობერტ ყოჩიშვილი, ამჯერად, მსაჯის ამპლუაში

ალექსანდრე ბეროშვილმა კრივში ვარჯიში 1989 წელს დაიწყო. მისი თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბება. თუმცა, პირველმა მწვრთნელმა, რობერტ ყოჩიშვილმა ისეთი გავლენა იქონია 15 წლის ალექსანდრეზე, რომ საბოლოოდ, იგი 34 წლის ასაკამდე შერჩა კრივს.

პატარა ალექსანდრე მონდომებით ვარჯიშობდა. უკვე ერთ წელიწადში, 1990 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა 1974/1975 წწ. დაბადებულ მოსწავლეთა შორის მძიმე წონაში, 90 კგ. ზემოთ. მას მერე მრავალი ორთაბრძოლა აქვს მოგებული.

1990 წელსვე ალექსანდრე მიიწვიეს საბჭოთა კავშირის კრივის ნაკრებში. ეს სსრკ-ის უკანასკნელი ნაკრები იყო კრივში. ალექსანდრე დიდხანს არ დარჩენილა აქ, რადგან 90-ანი წლების გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის გამო დაიშალა სსრკ და მასთან ერთად, ეს ნაკრებიც.

უკან დაბრუნებული ალექსანდრე ბეროშვილი 1990-1998 წწ. მოღვაწეობას იწყებს დამოუკიდებელი საქართველოს კრივის პირველ ნაკრებში.

1995 წელს ალექსანდრე ბეროშვილი გახდა ირანის ქალაქ რეშთში ჩატარებული კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

1997 წელს ის კვლავ საქართველოს ჩემპიონია უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის.

ევროპული ეპოპეა

რედაქტირება
 
ალექსანდრე ბეროშვილისა და მანდა მუკადის ორთაბრძოლა

ევროპული ეპოპეა 1998 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ალექსანდრე ბეროშვილი ევროპაში ჩამოვიდა პროფესიონალ მოკრივეთა შორის საასპარეზოდ. ხანგრძლივი გაჭირვების, ძიების და ხეტიალის შემდეგ, ბოლოს ესპანეთის ქალაქ პამპლონაში შედგა პირველი ორთაბრძოლა ბრაზილიელ მძიმეწონოსან მოკრივე მარსელო ფერეირასთან, რომელიც დიდად განსხვავებული წონის გამო (105კგ/84კგ შეფარდებით) ალექსანდრემ მარცხით დაასრულა.

ამის შემდეგ გაგრძელდა წარმატებული სპორტული ცხოვრება. ალექსანდრე შეხვედრია ესპანეთის ჩემპიონ ხუან მორენოს. აქამდე მორენოს ჩატარებული ჰქონდა 19 ბრძოლა, რომელთაგან, 16 ნოკაუტით ჰქონდა მოგებული. ორთაბრძოლაში ალექსანდრესთან მორენოს პირველივე რაუნდში ორი ნეკნი გაუტყდა და ბრძოლა წააგო.

მესამე ბრძოლა ალექსანდრე ბეროშვილმა ინტერკონტინენტალის ჩემპიონ მანდა მუკადისთან გამართა, რომელიც სამჯერ ჩააგდო ნოკდაუნში, თუმცა მსაჯების არაობიექტურობის გამო გამარჯვება მუკადის მიაკუთვნეს, რამაც მაყურებლის პროტესტი გამოიწვია. აღშფოთებულმა ხალხმა რინგზე ნივთების სროლა დაიწყო, მაგრამ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

სპორტული ცხოვრება გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს. ალექსანდრე შეხვედრია ისეთ ცნობილ და ძლიერ მოკრივეებს, როგორიცაა - საფრანგეთის ჩემპიონი კირილ ბონგი, ესპანეთის ჩემპიონი ხუან ნელონგო, მსოფლიო ჩემპიონი გაბრიელ კამპილიო და სხვები.

ალექსანდრე ბეროშვილმა ბრძოლით მოიარა მრავალი ქვეყანა ევროპასა და აზიაში - ესპანეთი, იტალია, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი, პორტუგალია, ირანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ის გამოდიოდა საქართველოს სახელით - როგორც დამოუკიდებელი მოკრივე საქართველოდან.

ორთაბრძოლები

რედაქტირება

ალექსანდრე ბეროშვილის ევროპული ეპოპეის ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი პერიოდი მოიცავს 2000/2006 წლებს. ამ ცხრილში ყველა ბრძოლა არ არის შესული თუმცა, მისი მეტოქეების ტიტულებს რომ გადავხედოთ, შეიძლება თამამად ვუწოდოთ ალექსანდრეს ეს ტერმინი — კრივის "ბეჭდაუდებელი ფალავანი".

შეხვედრის დრო მეტოქე ქულები ადგილმდებარეობა შედეგი
1 2006-07-02 ხოსე მანუელ ბარეირა 8:10:0   პორტუგალია მატოზინოს არენა KO
2 2005-06-18 ალექსი კუზიემსკი 2:0:0   ხორვატია ამფითეატრის არენა UD
3 2004-09-25 ხუან ნელონგო 15:5:1   ესპანეთი სანტა კრუზ დე ტენერიფე. კანარის კუნძულები TKO
4 2004-05-22 მასიმილიანო საიანი 12:12:1   იტალია პალაზოლო სულ-ოქლიო. ლომბარდია RTD
5 2004-02-13 გაბრიელ კამპილიო 4:0:0   ესპანეთი პოლიდეპორტივო დე ალკობენდასი მადრიდი PTS
6 2003-12-26 ფაბიო მინელი 13:5:3   იტალია რუბიერა. ემილია რომაქნა PTS
7 2003-10-31 კირილ ბონგი 7:7:2   საფრანგეთი ლა სინე სურ მერი PTS
8 2001-09-21 ლერი ოხანაშვილი 2:0:1   ესპანეთი პალაუ ბლაუგრანა-2 ბარსელონა კატალონია TKO
9 2001-07-20 ხუან ნელონგო 12:3:1   ესპანეთი სანტა კრუზ დე ტენერიფე კანარის კუნძულები PTS
10 2001-03-09 ლერი ოხანაშვილი დებიუტი   ესპანეთი პალაუ ბლაუგრანა-2 ბარსელონა კატალონია TKO
11 2000-12-05 ნიკოლაი ნაჯილი დებიუტი   ესპანეთი პალაუ ბლაუგრანა-2 ბარსელონა კატალონია TKO
12 2000-09-29 მუკადი მანდა 12:9:2   ესპანეთი პაბელონ დე ლა ვალ დე ჰებრონი ბარსელონა კატალონია PTS
13 2000-07-28 ხუან მორენო ანგულო 11:0:1   ესპანეთი ბარსელონა კატალონია PTS
14 2000-04-01 მარჩელო ფერეირა დოს სანტოსი 4:0:0   ესპანეთი ბურლადა, კომუნიდად ფორალ დე ნავარა TKO

დღევანდელ დღეს

რედაქტირება
 
ალექსანდრე მოსწავლეებთან
 
ქალებიც ვარჯიშობენ

ალექსანდრე ბეროშვილი დღესაც ფორმაშია. აწ უკვე თავის საყვარელ საქმეს, რომელიც ბავშვობაში მაინცადამაინც დიდად არ ხიბლავდა, ესპანელ ახალგაზრდებს ასწავლის (ოღონდ, სამწუხაროა, რომ ბედუკუღმართობის გამო, ეს ყველაფერი სხვაგან, საქართველოს გარეთ ხდება). ალექსანდრე უკვე 7 წელია მოღვაწეობს მწვრთნელად ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში პატარა დარბაზ „Pumping iron“-ში. მისი მოსწავლეების ასაკი 10-დან 35 წლამდეა და სქესი განურჩეველი. მოსწავლეები სიამოვნებით სწავლობენ კრივის ილეთებს სახელოვანი მასწავლებლისაგან, ხოლო რამდენიმე მათგანი ცდილობს - მიბაძოს თავის მასწავლებელს. ისინი დიდ კრივში შესასვლელადაც ემზადებიან ბედის საცდელად. წარმატებები ვუსურვოთ მათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება