ალბიცია
ალბიცია (ლათ. Albizzia) — მცენარეების გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. ცნობილია 125-მდე სახეობა. უმეტესად გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგი სახეობა ძვირფამერქნიანია, მათი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
ალბიცია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ლენქორანული ალბიცია | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Albizzia | ||||||||||||
|
თალიშის ტყეებში (აზერბაიჯანი) ველურად გავრცელებულია ლენქორანული ალბიცია (ლათ. Albizzia julibrissin), რომელიც ცნობილია აბრეშუმა აკაციის სახელით.
გალერეა
რედაქტირება-
ალბიცია Albizzia julibrissis Seidenbaum
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 280.