ალბის ჟუდეცი
ალბის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Alba) — ჟუდეცი რუმინეთში, ტრანსილვანიის ისტორიულ ოლქში.
ესაზღვრება აღმოსავლეთიდან სიბიუს და მურეშის, დასავლეთიდან ბიჰორისა და არადის, ჩრდილოეთიდან კლუჟის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ჰუნედოარის ჟუდეცები.
ალბის ჟუდეცის დედაქალაქი არის ალბა-იულია, რომლის მოსახლეობაც 63 536 ადამიანს შეადგენს.[2]
ალბის ჟუდეცის ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი დაკიის ციხესიმაგრეები.
სახელწოდება
რედაქტირება„ალბა“ რუმინულსა და ლათინურიდან ითარგმნება როგორც „თეთრი“. ტერმინი მომდინარეობს ქალაქის ალბა-იულიას სახელწოდებისგან. უნგრულად ქალაქი ცნობილია, როგორც ფეჰერ მეგიე (Fehér megye), სადაც სახელწოდების პირველი ნაწილი ასევე თეთრს ნიშნავს. გერმანულად ქალაქს კრეის კარლსბურგი (Kreis Karlsburg) ეწოდება.
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით ჟუდეცში 327 224 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 52 ადამიანს შეადგენდა.
ალბის ეთნიკური შედგენილობა შემდეგნაირია:
- რუმინელები — 89,9%[3]
- უნგრელები — 4,8%
- აწინკნები — 4,7%
- გერმანელები (ტრანსილვანიელი საქსონები) — 0,2%
წელი | ჟუდეცის მოსახლეობა[4] |
---|---|
1948 წ | 361 062 |
1956 წ | 370 800 |
1966 წ | 382 786 |
1977 წ | 409 634 |
1992 წ | 414 227 |
2002 წ | 382 747 |
2011 წ | 327 224 |
გეოგრაფია
რედაქტირებაალბის ჟუდეცის საერთო ფართობია 6 242 კმ², ხოლო მისი მთლიანი ფართობის 59% მთებს უჭირავს.
აპუსენის მთები ჟუდეცის ჩრდილო – დასავლეთითაა; პარანგის მთების ჯგუფის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე — შურიანუს და სინდრელის მთები — ჟუდეცის სამხრეთით მდებარეობს. აღმოსავლეთით მდებარეობს ტრანსილვანიის პლატო. ჟუდეცში გაედინება მდინარე მურეში.
მთავარი მდინარეებია მურეში და მისი შენაკადები: ტარნავა, სებეში და არიეში.
მეზობელი ჟუდეცები
რედაქტირება- სიბიუს ჟუდეცი და მურეშის ჟუდეცი ალბას აღმოსავლეთით მდებარეობს.
- ბიჰორის ჟუდეცი და არადის ჟუდეცი ალბას დასავლეთით მდებარეობს.
- კლუჟის ჟუდეცი ალბას ჩრდილოეთით მდებარეობს.
- ჰუნედოარას ჟუდეცი ალბას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
- ვილჩის ჟუდეცი ალბას სამხრეთით მდებარეობს.
ეკონომიკა
რედაქტირებაალბას ჟუდეცის წამყვანი ინდუსტრიებია:
- კვების ინდუსტრია
- ტექსტილის ინდუსტრია
- ხის ინდუსტრია
- მექანიკური კომპონენტები
- ქაღალდისა და შესაფუთი მასალების ინდუსტრია
- ქიმიური მრეწველობა
მინერალური რესურსები, რომლებიც ალბას რაიონში მოიპოვება, არის ლითონები (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი), მარილი და სამშენებლო მასალები, მათ შორის მარმარილო და გრანიტი.
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაჟუდეცის მთავარი ტურისტული ადგილებია:
- ქალაქი ალბა-იულია
- აპუსენის მთები
- სქარიშოარას კარსტული კომპლექსი
- ვიდრას დასავლეთით მდებარე დეალულ ქუ მელქი (Dealul cu melci; სიტყვა-სიტყვით ლოკოკინის გორა)
- ქალნიქისა და გარბოვას ციხესიმაგრეები
- სებეშის და აიუდის მცირე ქალაქები და ეკლესიები
- კურორტი ოქნა მურეში
- ცარა მოცილორის ეთნოგრაფიული მხარე, რომელიც აპუსენის მთიანეთში მდებარეობს. ის არის გამორჩეული რუმინული ტრადიციების მქონე რეგიონი.
- როშია მონტანას სამთო კულტურული ლანდშაფტი — ობიექტი, რომლის მთა კირნიკზე რომაული სტილით დამუშავება 2000 წლის წინ დაიწყო. კანადურმა კომპანიამ ობიექტისთვის წარადგინა ღია საბადოს გეგმა, მაგრამ 2007 წლისთვის უარი თქვა პროექტზე. როშია მონტანაცნობილი ადგილია მინერალების შემგროვებლებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ ადგილობრივ ოქროს ნიმუშებს.[5][6]
პოლიტიკა
რედაქტირება2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული ალბას ჟუდეცის საბჭო შედგება 33 მრჩეველისგან, შემდეგი პარტიული შემადგენლობით:[7]
- რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტია — 19 ადგილი;
- რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია — 9 ადგილი;
- ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი — 3 ადგილი;
- სახალხო მოძრაობის პარტია — 2 ადგილი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაალბას ჟუდეცი შედგება 4 მუნიციპალიტეტის, 7 მცირე ქალაქის და 67 კომუნისგან.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირება- აიუდი
- ალბა იულია — ჟუდეცის ცენტრი;
- ბლაჟი
- სებეში
მცირე ქალაქები
რედაქტირება- აბრუდი
- ბაია დე არიეში
- ქამპენი
- ქუჯირი
- ოქნა მურეში
- ტეიუში
- ზლატნა
კომუნები
რედაქტირება- ალბაჩი
- ალაში მარე
- არიეშენი
- ავრამ იანკუ
- ბერგინი
- ბისტრა
- ბლანდიანა
- ბუჩერდეა გრანოასა
- ბიკუმიკალნიჩი
- ჩენადე
- ჩერგაუ
- ჩერუ-ბაკაინცი
- ჩეტეა დე ბალტა
- ჩიუგუდი
- ჩიურულეასა
- კრაკიუნელუ დე ჟოს
- კრიკაუ
- კუთი
- დაიდა რომანა
- დოშტატი
- ფარაუ
- გალდა დე ჟოს
- გარბოვა
- გარდა დე სუს
- ჰორეა
- იგიუ
- ინტერგალდე
- ჟიდვეი
- ლივეზილე
- ლოპადეა ბოუა
- ლუნკა მურეშულუი
- ლუპშა
- მეტეში
- მიჰალცი
- მირასლაუ
- მოგოსი
- ნოშლაჩი
- ოკოლიში
- ოჰაბა
- პიანუ
- პოიანა ვადულუი
- პონორი
- პოშაგა
- რადეშტი
- რამეცი
- რიმეტეა
- როშია დე სეკაშო
- როშია მონტანა
- სალჩიუა
- სალშტეა
- სალჩელი
- სანტიმბრუ
- სასჩიორი
- სლარიშოარა
- შიბოტი
- სოჰოდოლი
- შონა
- შპრინჯი
- სტრემცი
- შუგაჯი
- უნირეა
- ვადუ მოცლიორი
- ვალეა ლუნგა
- ვიდრა
- ვინცუ დე ჟოს
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "COMUNICAT DE PRESĂ 2 februarie 2012 privind rezultatele provizorii ale Recensământului Populaţiei şi Locuinţelor – 2011". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-22. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
- ↑ „Archived copy“ (PDF). Archived from the original (PDF) on 2013-04-18. Retrieved 2012-03-26.
- ↑ „COMUNICAT DE PRESĂ : 2 februarie 2012 privind rezultatele provizorii ale Recensământului Populaţiei şi Locuinţelor – 2011“ დაარქივებული 2019-08-02 საიტზე Wayback Machine. (PDF). Recensamantromania.ro. Retrieved 11 April 2018.
- ↑ National Institute of Statistics,„Populaţia la recensămintele din anii 1948, 1956, 1966, 1977, 1992, 2002 şi 2011“ Archived 2006-09-22 at the Wayback Machine
- ↑ Roşia Montană (Verespatak; Vöröspatak; Goldbach), Roşia Montanã Commune, Alba Co., Romania. ციტირების თარიღი: 5 April 2018
- ↑ Roșia Montană Mining Cultural Landscape - UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 5 April 2018
- ↑ Mandate de CJ pe judete si competitori ro. Biroul Electoral Central (10 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 16 June 2016