შურიანუს მთები
შურიანუს მთები, სებეშის მთები (რუმ. Munții Șureanu) — ქედი რუმინეთში, სამხრეთ კარპატებში. მაღალი ზეგანია, რომელზედაც აღმართულია ცალკეული, ცირკებით დანაწევრებული გუმბათისებური მწვერვალები. ოვალური კონტურებიანი მასივი გუმბათისებურად და ციცაბოდ ეცემა კიდეებისაკენ, რის გამოც მის კალთებში ჩაჭრილ მდინარეთა ხეობები მარაოსებურადაა განლაგებული. სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია კირქვები, რომლებშიც გამომუშავებულია მღვიმეები.
შურიანუს მთები | |
---|---|
შურიანუს მთები | |
კოორდინატები: 45°41′30″ ჩ. გ. 23°17′30″ ა. გ. / 45.69167° ჩ. გ. 23.29167° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | ვირფუ-ლუი-პეტრუ |
სიმაღლე | 2130 მ |