ალა ვლადიმერის ასული დვალი (დ. 9 ნოემბერი, 1925, თბილისი, — გ. 23 აგვისტო, 2003, იერუსალიმი, ისრაელი) — ქართველი მოცეკვავე. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია (1949). 1949-1973 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოცეკვავე. წარმატებით ასრულებდა ქართულ ცეკვებს ეროვნულ ოპერებში (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; შალვა მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“; დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და სხვ.). განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვა „ქართულმა“ (მისი უცვლელი პარტნიორი იყო ვახტანგ გუნაშვილი). მონაწილეობდა ბალეტებშიც. ვახტანგ გუნაშვილთან ერთად 1956 წელს იგი საბჭოთა კავშირის წამყვანი თეატრების ბალეტის სოლისტთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხა და მონაწილეობდა ისლანდიასა და დანიაში გამართულ საგასტროლო ტურნეში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფთან ერთად (ხელმძღვანელი ვახტანგ ჭაბუკიანი). გასტროლებზე იყო აგრეთვე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (სკანდინავიის ქვეყნებში, ლათინური ამერიკის ქვეყნები, საფრანგეთი, ავსტრია და სხვ.).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება