აკროლეინი
აკროლეინი ან პროპენალი — ორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . არის უმარტივესი უჯერი ალდეჰიდი, უფერო, მჟავე სუნის მქონე სითხე, დაახლოებით ისეთი სუნის, როგორიც აქვს საჭმლის ზეთს, როდესაც ძლიერ გაცხელდება და კვამლის (აირად) ფაზაში გადადის, ამას იწვევს გლიცერინის დაწვა და აკროლეინის წარმოქმნა. აკროლეინი იწარმოება პროპილენისგან.
აკროლეინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | პროპ-2-ენალი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 56.064 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.839 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −88 °C |
დუღილის ტემპერატურა | 53 °C |
წარმოება
რედაქტირება- აკროლეინის ინდუსტრიული წარმოება მდგომარეობს პროპილენის ჰაერზე დაჟანგვაში (როგორც ჟანგბადის წყაროში) მეტალის ოქსიდების თანაობისას (როგორც ჰეტეროგენული კატალიზატორების):[1]:
- CH2CHCH3 + O2 → CH2CHCHO + H2O
- გლიცერინის გაცხელებით 280 °C-ზე მიიღება აკროლეინი:
- (CH2OH)2CHOH → CH2=CHCHO + 2 H2O
- აკროლეინის სინთეზი ფორმალდეჰიდის და აცეტალდეჰიდისგან:
- HCHO + CH3CHO → CH2=CHCHO + H2O
- ლაბორატორიული მეთოდით ასევე შესაძლებელია აკროლეინის მიღება გლიცერინის კალიუმის ბისულფატთან რეაქციით.[2]