კალიუმის ბისულფატი
კალიუმის ბისულფატი — არაორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით KHSO4. არის კალიუმის მჟავა მარილი, რომელიც შეიცავს გოგირდმჟავის მჟავურ ნაშთს, აქვს თეთრი ფერი. არის წყალში კარგად ხსნადი მყარი ნივთიერება.
კალიუმის ბისულფატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | კალიუმ წყალბადის სულფატი |
ტრადიციული სახელწოდება | კალიუმის მჟავა სულფატი |
ქიმიური ფორმულა | KHSO4 |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 2.245 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 197 °C |
დუღილის ტემპერატურა | 300 °C |
მიღება
რედაქტირება- 1985 წლისთვის მანჰეიმის პროცესით 1 მილიონი ტონა კალიუმის ბისულფატი იქნა წარმოებული. მთავარი პროდუქტებია გოგირდმჟავა და კალიუმის ქლორიდი, ეს რეაქცია ეგზოთერმულია (ანუ მის დროს გამოიყოფა სითბო):[1][2]
- KCl + H2SO4 → HCl + KHSO4
- კალიუმის ბისულფატი ასევე მიიღება კალიუმის ნიტრატზე გოგირდმჟავას მოქმედებით:[3]
- KNO3 + H2SO4 → KHSO4 + HNO3
ქიმიური თვისებები
რედაქტირება- თერმული დეკომპოზიციის დროს კალიუმის ბისულფატი გადაგის სხვა მდგომარეობაში, მიიღება კალიუმის პიროსულფატი და გამოიყოფა წყალი:[1]
- 2 KHSO4 → K2S2O7 + H2O
- 600 °C-ზე გაცხელებისას კალიუმის ბისულფატი გარდაიქმნება კალიუმის სულფატად და გამოიყოფა გოგირდის ტრიოქსიდი:[4]
- K2S2O7 → K2SO4 + SO3
გამოყენება
რედაქტირებაკალიუმის ბისულფატი ძირითადად გამოიყენება კალიუმის ბიტარტარატის დასამზადებლად, რომელიც გამოიყენება მეღვინეობაში[5]. ასევე გამოიყენება, როგორც დეზინტეგრაციული აგენტი ანალიზურ ქიმიაში ან წინამორბედი ნივთიერება კალიუმის პერსულფატის ძლიერი მჟანგავის მისაღებად[6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Washington Wiley, Harvey (1895) Principles and Practice of Agricultural Analysis: Fertilizers. Easton, PA.: Chemical Publishing Co., გვ. 218. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
- ↑ H. Schultz, G. Bauer, E. Schachl, F. Hagedorn, P. Schmittinger (2005). „Potassium Compounds“. Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. doi:10.1002/14356007.a22_039. ISBN 978-3527306732.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
- ↑ Pradyot, Patnaik (2003) Handbook of Inorganic Chemicals. New York: McGraw-Hill, გვ. 636. ISBN 978-0070494398.
- ↑ Iredelle Dillard Hinds, John (1908) Inorganic Chemistry: With the Elements of Physical and Theoretical Chemistry. New York: John Wiley & Sons., გვ. 547. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
- ↑ Weisblatt, Jayne; Montney, Charles B. (2006) Chemical Compounds. ISBN 978-1-4144-0453-0.
- ↑ Brauer, Georg (1963). Handbook of Preparative Inorganic Chemistry Vol. 1, 2nd Ed.. Newyork: Academic Press, გვ. 392. ISBN 978-0121266011.