აცეტალდეჰიდი

ორგანული ნაერთი

აცეტალდეჰიდი, ძმარალდეჰიდი, C2H4O — ორგანული ნაერთი, მძაფრი სუნის უფერო სითხე. დუღილის ტემპერატურა არის 20,8°C, დნობის ტემპერატურა კი — 124°C, სიმკვრივე 783 კგ/მ3, იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში. ახასიათებს ალდეჰიდების ყველა თვისება. მინერალური მჟავების თანაობისას განიცდის პოლიმერიზაციას თხევად პარალდეჰიდად (CH3CHO)3 და კრისტალურ მეტალდეჰიდად (CH3CHO)4. მიიღება ეთილის სპირტის კატალიზური დაჟანგვით, დაახლოებით 95°C — აცეტილენზე წყლის მოქმედებით ვერცხლისწყლის მარილების თანაობისას (კუჩეროვის რეაქცია): . აცეტალდეჰიდზე ალუმინის ალკოჰოლატების მოქმედებით ღებულობენ ეთილაცეტატს (ტიშჩენკოს რეაქცია): ; ამ მეთოდს სამრეწველო მნიშვნელობა აქვს. აცეტალდეჰიდს დიდი რაოდენობით იყენებენ ძმარმჟავას, ძმრის ანჰიდრიდის, ფარმაცევტული პრეპარატებისა და სხვათა წარმოებაში.

აცეტალდეჰიდი
აცეტალდეჰიდი: ქიმიური ფორმულა
აცეტალდეჰიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებააცეტალდეჰიდი
ტრადიციული სახელწოდებაძმარალდეჰიდი
ქიმიური ფორმულაC2H4O
მოლური მასა44.05 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე783 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა124 °C
დუღილის ტემპერატურა20,8 °C
უსაფრთხოება
LD501930
კლასიფიკაცია
CAS 75-07-0
PubChem177
EINECS200-836-8
SMILES
  • O=CC
RTECSAB1925000

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: