აკაკი წერეთლის სახლი

აკაკი წერეთლის სახლი — სახლ-მუზეუმი, მდებარეობს იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში. დაარსდა 1940 წელს. სასახლე რომელშიც, აკაკი წერეთელი დაიბადა და გარდაიცვალა, მისმა მამამ როსტომ წერეთელმა ააშენა 1834 წელს. სახლ-მუზეუმის ასაშნებლად გამოიყენეს კვერეთის კლდისა და ჭიათურის ქვები. სახლის მშენებლობაში ქართველებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით ბერძენ მშენებლებს, რომლებიც იმ პერიოდში საჩხერეში მუშობდნენ.

აკაკი წერეთლის სახლი
42°21′18″ ჩ. გ. 43°25′26″ ა. გ. / 42.35500° ჩ. გ. 43.42389° ა. გ. / 42.35500; 43.42389
დაარსდა 1940 წ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
Map

მუზეუმში დაცულია აკაკი წერეთლის, მისი ნათესავებისა და წინაპრების პირადი ნივთები — XIX საუკუნის ფრანგული, გერმანული, იტალიური წარმოების ავეჯი, ბიბლიოთეკა, სადაც ინახება სხვადასხვა პერიოდის ქართული, ფრანგული, რუსული გამოცემის წიგნები, აქსესუარები და ტანსაცმელი, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები და პირველ ნახევარში გადაწერილი „ქართლის ცხოვრება“.

აკაკი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცოლ-შვილი (პოლონური წარმოშობის ნატალია ბაზილევსკაია და ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე.) პარიზში გაემგზავრა, ხოლო სახლ-მუზეუმი საპატრონოდ კოტე აბდულიშვილს გადაეცა, რომელიც აკაკის საქმეთა მმართველი იყო. აკაკის სახლ-მუზეუმს ყურადღებას შექმნილ მწერალთა ფედერაციასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც აქცევდა.

პოეტის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ავთენტური იერსახით პოეტის საგვარეულო სახლი აღდგა, შეიცვალა შენობის აივანი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება