კვერეთი
კვერეთი — ადგილობრივი მნიშვნელობის დაბალმთიანი ბალნეოკლიმატური კურორტი საჩხერის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 570 მ. იცის რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 2,0—3,0°C), თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (ივლისის, საშუალო ტემპერატურა 20,0°C). ნალექები 1100-1200 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურა 16°C. დღე-ღამის დებიტი — 40 ათ. ლ. კვერეთში მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს. არის სააბაზანო, დასასვენებელი სახლი. სეზონი — მთელი წელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 494.