აკაკი ბაქრაძე (მსახიობი)
(გადამისამართდა გვერდიდან აკაკი ბაქარძე (მსახიობი))
აკაკი (კაკო) ბაქრაძე (დ. 29 აგვისტო, 1920, ჭიათურა — გ. 22 აგვისტო, 2011, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1970).
აკაკი ბაქრაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | აკაკი (კაკო) ბაქრაძე |
დაბადების თარიღი |
29 აგვისტო, 1920 ჭიათურა |
გარდაცვალების თარიღი |
22 აგვისტო, 2011 (90 წლის) ჭიათურა |
საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი |
აქტიური | 1937-2011 |
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებააკაკი (კაკო) ბაქრაძე დაიბადა 1920 წლის 29 აგვისტოს ჭიათურაში. 1937 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1939–1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 2011 წლის 22 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1967: „მალე გაზაფხული მოვა“ (სტუმარი) რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1971: „ეპისკოპისი ნადირობაზე“ (აზნაური) რეჟ. ლიანა ელიავა
- 1971: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (კლიმენტი — თამადა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1973: „შერეკილები“ (მიზანა) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1976: „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ რეჟ. გურამ პატარაია
- 1976: „ბაკულას ღორები“ (პორუჩიკი) რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი
- 1977: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (მოძღვარი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1981: „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (მეწისქვილე) რეჟ. რეზო ესაძე
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (მონადირე) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „ვერსათრიელა“ (II პალოს ჩამრჭობი) რეჟ. დავით ჯანელიძე
- 1982: „მარადისობის კანონი“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1989: „ხსოვნა“ (კულტგანყოფილების გამგე) რეჟ. გივი ვეფხვაძე
- 1990: „ზვარაკი“ რეჟ. გენო ჩირაძე