აკაკიანი (ლათ. Celtis caucasica) — აკაკის ხის მცენარეთა ფორმაცია. გვხვდება აღმოსავლეთ ველებსა და ნათელი ტყეების ფარგლებში. აკაკიანის კორომში იშვიათად გვხვდება თუთუბო, ბერყენა, ქართული ნეკერჩახი და სხვა, ბუჩქებიდან ხშირია ძეძვი, შავჯაგა, ბროწეული, ჯორისძუა, ცხრატყავა, თრიმლი და მისთანა. ერთეული აკაკის ხეები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და მთათა წინაკალთების მუხნარებში, ხრიოკებზე, ძველ ნანგრევებზე. აკაკიანის კორომები წინათ უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.

Celtis caucasica

ლიტერატურარედაქტირება