კავკასიური აკაკი (ლათ. Celtis australis) — მცენარე კანაფისებრთა ოჯახისა. 7-22 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია, კვერცხისებრ მრგვალი, ბოლოში წაწვეტილი და დაკბილული. ფოთლის ზედა მხარე მქისე, მუქი მწვანეა, ქვემოდან შებუსვილი, ძართვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანიადა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. მოწითალო-ყვითელი შეფერილობის 1 სმ-მდე სიმსხოს კურკოვანი ნაყოფი, მოტკბო გემოს მქონე რბილოებით, საჭმელად ვარგისია.

კავკასიური აკაკი

Celtis Australis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  კანაფისებრნი
გვარი:  აკაკი
სახეობა:  კავკასიური აკაკი
ლათინური სახელი
Celtis australis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19218728

კავკასიური აკაკი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხრიოკ და მშრალ მეჩხერ ტყეებში.

იგი ნელამზარდი მცენარეა და განსაკუთრებით გამოირჩევა იშვიათი გვალვაგამძლეობით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა

რედაქტირება