ათანასე (პეტრიაშვილი)

ქართველი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ათანასე (ერისკაცობაში — ალექსი პეტრიევი [პეტრიაშვილი]; დ. 28 სექტემბერი, 1774, ყიზლარი, ასტრახანის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 17 ოქტომბერი, 1832, მოსკოვი, რუსეთის იმპერია) — ქართველი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი.

არქიმანდრიტი
ათანასე პეტრიევი
დაბადების სახელი ალექსი პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1774
ყიზლარი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1932
მოსკოვის დონის მონასტერი
პროფესია ქართველი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსი პეტრიაშვილი დაიბადა ყიზლარში, სწავლობდა ასტრახანის სასულიერო სემინარიაში. 1796 წელს ეკურთხა ყიზლარის ტაძრის მღვდლად. 1798 წელს გადაიყვანეს მუშკეტერთა პოლკში სამხედრო მღვდლად. პავლე ციციანოვის საქართველოს მთავარმართებლად დანიშვნისთანავე ალექსი პეტრიაშვილი დეკანოზის ხარისხით 1803 წელს გადაიყვანეს მასთან სამსახურში, როგორც თარჯიმანი. იმავე წელს დაინიშნა ახლად დაარსებული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად. ალექსი პეტრიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის კეთილშობილთა სასწავლებლის წარმატების, მისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და თბილისის სტამბის დაარსების საქმეში.[1]

ათანასეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორბელიანთა სახლთან და იყო გრიგოლ ორბელიანის ნათლია. მიტროპოლიტ ვარლამთან ერთად მოამზადა საქართველოს საეკლესიო რეფორმის პროექტი. არსენ თბილელთან უთანხმოების შედეგად 1810 წელს სასწავლებლის დირექტორობიდან გადააყენეს.[2] იგი ბერად აღიკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1814 წელს თბილისში ქართლ–კახეთ–იმერეთის სინოდალური კანტორის დაარსებისთანავე ათანასე მის წევრად დაინიშნა.[1]

ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის დავალებით 1819 წელს ათანასე გააგზავნეს სამეგრელოში იქაური საეკლესიო ყმების, შემოსავლებისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზუსტი ცნობების შესაკრებად, ასევე იქ რუსული საეკლესიო მმართველობის დასამყარებლად.

ქვათახევის მონასტრის გაუქმების შემდეგ ათანასე მცირე დროით თბილისის ფერისცვალების (ე. წ. დარიის) მონასტრის წინამძღვარი იყო, მაგრამ მალევე რუსეთში გაემგზავრა. იქ ჯერ ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის მაკარის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, შემდეგ მოსკოვში დონის მონასტრის არქიმანდრიტად. ათანასე გარდაიცვალა 1832 წლის 17 ოქტომბერს. დასაფლავებულია დონის მონასტერში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ათანასე პეტრიაშვილი
  2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74