ათაბასკის ტბა (ინგლ. Lake Athabasca) — დიდი მტკნარწყლიანი ტბა კანადაში, სასკაჩევანისა და ალბერტის პროვინციებში. მდებარეობს მდინარე მაკენზის სისტემის ზემო წელში, ზღვის დონიდან 213 მ სიმაღლეზე. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. გადაჭიმულია ნახევარმთვარისებურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 283 კმ-ზე. ზედაპირის ფართობი 7850 კმ², მაქსიმალური სიღრმე 124 მ. სანაპირო ხაზის სიგრძე ~1900 კმ. დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ჩრდილოეთი ნაპირები მაღალია, კლდოვანი, სამხრეთი — დაბალი. იყინება ოქტომბრის ბოლოს. ტბის დასავლეთ დაბოლოებაში ჩაედინება მდინარე ათაბასკა, გამოედინება მონების მდინარე. განვითარებულია თევზჭერა. არის 23 სახეობის თევზი, მათ შორის: წერი, ფარგა, არქტიკული გოჭალა და კუმჟა. აღსანიშნავია, რომ 1961 წელს ტბაში დაიჭირეს კალმახი, რომლის წონამ სარეკორდო 46,3 კგ შეადგინა. ტბის ნაპირებზეა ოქროს საბადოები. ათაბასკის ტბის რაიონშია აგრეთვე ურანის მადნის საბადო. სამხრეთ ნაპირებთან მიბჯენილია ქვიშის დიუნები. ნაპირებზეა რამდენიმე დასახლება.

ათაბასკის ტბა
ათაბასკის ტბის სატელიტური ფოტო
ათაბასკის ტბის სატელიტური ფოტო
კოორდინატები: 59°16′ ჩ. გ. 109°27′ დ. გ. / 59.267° ჩ. გ. 109.450° დ. გ. / 59.267; -109.450
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 213 
სიგრძე 283 კმ
სიგანე 50 კმ
ფართობი 7850 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 124 
ჩამდინარე მდინარეები ათაბასკა
გამომდინარე მდინარე მონების მდინარე
ათაბასკის ტბა — კანადა
ათაბასკის ტბა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება