მონების მდინარე
მონების მდინარე (ინგლ. Slave River) — მდინარე კანადის ცენტრალურ ნაწილში. ეკუთვნის მდინარე მაკენზის სისტემას. სათავე აქვს ათაბასკის ტბაში, ერთვის მონების დიდ ტბას. სიგრძე 415 კილომეტრი, აუზის ფართობი 61400 კმ². მიედინება განიერ დაჭაობებულ ხეობაში. შუა დინებაში ჭორომიანია. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 4000 მ³/წმ. მდინარე სანაოსნოა. მთავარი შენაკადია მდინარე პის-რივერი.
მონების მდინარე | |
---|---|
ქვეყანა | კანადა |
სათავე |
ათაბასკის ტბა 19°57′04″ ჩ. გ. 113°36′37″ დ. გ. / 19.95111° ჩ. გ. 113.61028° დ. გ. |
სიგრძე | 415 კმ |
აუზის ფართობი | 61400 კმ² |
მონების მდინარე ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 94.