აზიური ჟაბირუ
აზიური ჟაბირუ[1] (ლათ. Ephippiorhynchus asiaticus) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. ერთ-ერთია ორწევრიანი ნისკარტუნაგირა ჟაბირუების გვარიდან (Ephippiorhynchus).
აზიური ჟაბირუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ephippiorhynchus asiaticus Latham, 1790 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22697702 | |||||||||||||||
არეალი | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებააზიური ჟარიბუს სხეულის სიგრძეა 130-150 სმ, ფრთის შლილი — 230 სმ-მდე. მისი თავი, კისერი და საფრენი ბუმბული შავი ფერისა, დანარჩენი ბუმბული — თეთრი. ნისკარტი ასევე შავია, გრძელი ფეხები კი ღია წითელი. ფრინველის სქესის მიხედვით განსხვავდება თვალი ფერი: დედლებს თვალი ყვითელი აქვთ, მამლებს — ყავისფერი. ბარტყები ტანზე შეფერილნი არიან ღია ყავისფერი ბუმბულით, ფეხებზე — მუქი ყავისფერით. ფრენის დროს ჟარიბუ თავის გრძელ კისერს წინ ჭიმავს.
აზიური ჟარიბუ მოიცავს ორ ქვესახეობას:
- Ephippiorhynchus asiaticus asiaticus
- Ephippiorhynchus asiaticus australis
გავრცელება
რედაქტირებააზიური ჟარიბუ ერთადერთი ყარყატისნაირია, რომელიც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბინადრობს სამხრეთ ინდოეთიდან ვიეტნამამდე. მისი გავრცელების უკიდურესი სამხრეთი საზღვარი — სამხრეთი ავსტრალია.
გამრავლება
რედაქტირებააზიური ჟაბირუები ბუდეს აკეთებენ და კვერცხს სდებენ ჭაობებში და წყალსატევების ნაპირებზე აზიისა და ავსტრალიის ტროპიკულ ზონაში. ამ პერიოდში ისინი მცირე კოლონიებად ცხოვრობენ. ბუდის დიამეტრი 2 მ-მდე აღწევს. დედალი მასში დებს 3-5 კვერცხს. ორივე მშობელი რიგრიგობით კრუხობს და კვებავს ბარტყებს.
კვება
რედაქტირებაეს ფრინველები იკვებებიან თევზით, ბაყაყებით, დიდი მწერებით, იშვიათად — პატარა მღრღნელებითა და ფრინველებით და ხვლიკებით.
ხასიათი და ჩვეულებები
რედაქტირებააზიურ ჟარიბუებს ახასიათებთ ცეკვის მსგავსი წარმოდგენები. მათი წყვილი დგება ერთმანეთის პირისპირ, შლიან ფრთებს და აფართხალებენ მის წვერებს სწრაფად, შემდეგ სულ უფრო წინ სწევენ თავებს, სანამ ერთმანეთს არ შეახებენ. ამის შემდგომ უკაკუნებენ ნისკარტებს და მიდიან. წარმოდგენა ვრცელდება დაახლოებით ერთი წუთი და იგი შეიძლება რამდენიმეჯერ განმეორდეს.
სტატუსი და კონსერვაცია
რედაქტირებააზიური ჟარიბუ ფართოდაა განსახლებული და არ გამოირჩევა სიმჭიდროვით, რაც პოპულაციებს სრულფასოვან შეაფასებს აძნელებს. შრი-ლანკის საერთო პოპულაცია 50 ფრინველს ითვლის, იგი ასევე გაიშვიათდა ტაილანდში, მიანმარში, ლაოსსა და კამბოჯაში. სუნდალანდის რეგიონში აღნიშნული სახეობა სავარაუდოდ გადაშენდა. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავმოყრილი მოსახლეობა დაახლოებით 1000 ფრინველზე ნაკლებია. 2011 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ პოპულაცია უტარ-პრადეშის შტატში სტაბილირდება, თუმცა შესაძლოა ფრინველთა რაოდენობის ზრდა შეაყოვნოს მშრალი წლების რაოდენობის მომატებამ ან მიწის გამოყენების შეცვლამ, რაც ამცირებს გამრავლებისუნარიან წყვილებს.[2]
ავსტრალიის მოსახლეობა ოპტიმისტურად შეფასებულია დაახლოებით 20,000 ფრინველს, ხოლო უფრო კონსერვატიული შეფასებით დაახლოებით 10,000 ფრინველს მოიცავს. ეს სახეობა ითვლება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფად (პირველ რიგში წყლის ჰაბიტატის დაბინძურების, მისი ამოშრობის, ელექტრო სადენებთან შეჯახების, გადაჭარბებული რაოდენობის თევზის ჭერის, ნადირობის და ბუდობის ადგილებში ადამიანთა შეჭრის გამო).[3][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 27. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
- ↑ Sundar, K.S.G. (2011). "Agricultural intensification, rainfall patterns, and large waterbird breeding success in the extensively cultivated landscape of Uttar Pradesh, India". Biological Conservation. 144 (12): 3055–3063. doi:10.1016/j.biocon.2011.09.012.
- ↑ Sundar, K.S.G. (2005). "An instance of mortality and notes on behaviour of Black-necked Storks Ephippiorhynchus asiaticus". J. Bombay Nat. Hist. Soc. 102 (1): 99–101.
- ↑ Clancy, G.P. (2010). "Causes of mortality in the Black-necked Stork Ephippiorhynchus asiaticus australis in New South Wales". Australian Field Ornithology. 27: 65–75. Archived from the original on 1 March 2011.