აზიზ სანჯარი
აზიზ სანჯარი ან აზიზ სანკარი (თურქ. Aziz Sancar; ინგლ. Aziz Sancar; დ. 8 სექტემბერი, 1946) — თურქი და ამერიკელი ბიოქიმიკოსი. 1969 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1971 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.[8] დალასის ტეხასის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა და ასპირანტურა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით (M.S., 1975; Ph.D., 1977).[9] 1977-1982 წლებში იყო იელის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში. 1982 წლიდან ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტშია (1988 წლიდან პროფესორი). მისი მეუღლე გვენ სანჯარი (ქალიშვილობის გვარით ბოულზი; ესტა გვენდოლინ ბოულზ სანჯარი)[10] აგრეთვე ბიოქიმიკოსია და ამასთანავე დალასის ტეხასის უნივერსიტეტის გამომშვები და ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი.[11] აზიზ სანჯარს 2015 წელს ტომას ლინდალსა და პოლ მოდრიჩსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მეცნიერები დნმ-ის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (რეპარაციის) პროცესის შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ.
აზიზ სანჯარი | |
---|---|
თურქ. Aziz Sancar | |
დაბ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1946[1] (78 წლის) |
დაბ. ადგილი | სავური |
მოქალაქეობა |
თურქეთი აშშ |
ეროვნება | თურქები[2] |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, molecular biologist, უნივერსიტეტის პროფესორი, გენეტიკოსი და მეცნიერი[3] |
მუშაობის ადგილი | University of North Carolina School of Medicine, UNC Lineberger Comprehensive Cancer Center და Yale School of Medicine |
ალმა-მატერი | სტამბოლის სამედიცინო სკოლა, დალასის ტეხასის უნივერსიტეტი და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[4] [5] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, საპრეზიდენტო ჯილდო ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, Bert and Natalie Vallee Award in Biomedical Science[6] , აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი, North Carolina Award for Public Service[7] და აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი |
საიტი | sancar.org |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებააზიზ სანჯარი დაიბადა 1946 წლის 8 სექტემბერს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარდინის პროვინციის საურურის რაიონში. სანჯარი თავის მშობლებთან არაბულად საუბრობს, ხოლო და-ძმებთან თურქულად.[12][13] მისი უფროსი ძმა ქენან სანჯარი არის თურქეთის შეიარაღებული ძალების გადამდგარი ბრიგადის გენერალი.[14] არის თურქი პოლიტიკოსის, მითჰატ სანჯარის მეორე ბიძაშვილი, მითჰატ სანჯარი იყო „ხალხის დემოკრატიული პარტიის“ წევრი.[15] აზიზ სანჯარი 8 და-ძმას შორის მეშვიდეა.
აზიზის მშობლებს განათლება არ ჰქონდათ მიღებული, თუმცა ამავდროულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას.[16] მის მასწავლებლებს განათლება სოფლის ინსტიტუტებში ჰქონდათ მიღებული, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს ყოველივე მისთვის დიდი შთაგონების წყარო იყო. მისი მასწავლებლების თქმით, სანჯარი სკოლაში კარგად სწავლობდა, რაც აისახა კიდეც მის აკადემიურ მოსწრებაზე. მას დამამთავრებელ კლასში ქიმიის შესწავლა სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც მისმა ხუთმა კლასელმა მედიცინაზე სწავლა გადაწყვიტა, სანჯარი დაარწმუნეს, რომ მასაც ეს სფერო აერჩია. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.
განათლება
რედაქტირებასანჯარი დადიოდა ადგილობრივ დაწყებით სკოლაში. მედიცინას სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში, სადაც მას 1969 წელს მიენიჭა დოქტორანტის წოდება, ხოლო 1977 წელს ტეხასის უნივერსიტეტისგან (დალასი) ფილოსოფიის დოქტორანტის ხარისხი.[17] ახლა არის ემერიტუს-პროფესორი.
კარიერა
რედაქტირებააზიზ სანჯარი თურქული მეცნიერებათა აკადემიის[18] და ამერიკის ხელოვნების და მეცნიერების აკადემიის საპატიო წევრია.[19]
მას შემდეგ რაც მან სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრა, იგი დაბრუნდა მშობლიურ ადგილში, სავურში. სანჯარს ასევე სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, მას რეკომენდაცია გაუწიეს და ერთ-ერთ რაიონში წლინახევრის განმავლობაში ექიმად მუშაობდა. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითმა საბჭომ მას სტიპენდია დაუნიშნა და საშუალება მისცა რომ ბიოქიმიის სწავლება ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, თუმცა წლინახევრის შემდეგ, სოციალური სირთულეების და ამერიკული ცხოვრების წესების ვერ შეგუების გამო იგი ისევ მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. მას მხოლოდ ფრანგულად საუბარი შეეძლო, თუმცა ამერიკის შტატებში, ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან ინგლისურიც ისწავლა.
მოგვიანებით მან მიწერა რუპერტს, რომელიც ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტში იმყოფებოდა მაშინ როდესაც სანჯარი ამ უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით ტეხასის უნივერსიტეტში (დალასი) გადავიდა. სანჯარს აქ მოლეკულურ ბიოლოგიაში მიენიჭა დოქტორანტის წოდება. იგი ძირითადად მუშაობდა ბაქტერიების აღდგენაზე.
მას შემდეგ რაც მას დოქტორანტის ხარისხი მიენიჭა, იელის უნივერსიტეტში ლაბორატორიის ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა, სადაც იგი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მან შემდეგ, ჩაპელ ჰილის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ლექტორად დაიწყო მუშაობა. ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი ერთადერთი იყო იმ 50 უნივერსიტეტს შორის, რომელმაც სანჯარის მიმართვას დადებითი პასუხი გასცა და სამსახურში აიყვანა. მან მოგვიანებით განაცხადა რომ მისი ინგლისური აქცენტი ხშირ შემთხვევაში მას როგორც ლექტორს ხელს უშლიდა.
მას მრავალი სამეცნიერო კვლევა ჩაუტარებია, აქედან ყველაზე ხანგრძლივი კვლევა ფოტოლიზაზე და ფოტორეაქტიულ მექანიზმებზე ჩაატარა.
2005 წელს გაწევრიანდა „მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში“, და გახდა პირველი თურქი, რომელიც ამ აკადემიის წევრია. ამჟამად ბიოქიმიას ასწავლის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში. დაქორწინებულია გვენ ბოულზ სანჯარზე, რომელმაც იმავე წელს დაამთავრა ჩაპელ ჰილის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი და რომელიც სანჯარის მსგავსად ამ უნივერსიტეტში ასწავლის, როგორც ბიოქიმიას ასევე ბიოფიზიკას.[20] მათ ერთად დაარსეს მუდმივი თურქული ცენტრი, „კაროლინა თურქ ივი“, რომელიც კურსდამთავრებულებს და თურქ მკვლევარ ვიზიტორებს, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის კამპუსში 4 ადგილიან საცხოვრებელს უზრუნველყოფს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასანჯარი დაქორწინებულია გვენ ბოულზ სანჯარზე, ის მას დალასში სწავლის დროს შეხვდა, მისი მომავალი მეუღლეც მის მსგავსად მოლეკულურ ბიოლოგიას სწავლობდა. ისინი 1978 წელს დაქორწინდნენ.[21][22] მას შემდეგ რაც სანჯარს ნობელის პრემია მიანიჭეს ქიმიაში, სოციალურ მედიაში აქტუალური გახდა სანჯარის ეთნიკური წარმომავლობა. მან ერთხელ თქვა რომ მას „აწუხებდა მის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებული კითხვები“. როდესაც BBC-ის ჟურნაისტმა მას ჰკითხა ის „თურქია თუ ნახევრად არაბი“, აზიზ სანჯარმა თქვა: „მე მათ ვუთხარი რომ არც არაბულად ვსაუბრობდი და არც ქურთულად, და რომ მე ვიყავი თურქი“, მან თქვა: „მე ვარ თურქი, სულ ეს არის.“[23] მისმა ძმამ, თეჰირ სანჯარიმ ერთხელ რესპოდენტთან თქვა რომ მათი წინაპრები ცენტრალური აზიიდან იმიგრირდენ, და რომ ისინი იყვნენ ოღუზ თურქები. მან ასევე თქვა რომ მისი ძმის ნობელის პრემია დიდი პატივი იყო არა მხოლოდ ყველა თურქისთვის, არამედ ქურთებისთვისაც.[24] ინტერვიუში სანჯარმა განაცხადა რომ იგი ახალგაზრდობისას ნაციონალისტი იყო, თუმცა არასდროს მიეღო მას მონაწილეობა მათ საქმიანობაში.[25][26]
ჯილდოები
რედაქტირებააზიზ სანჯარი 2015 წელს, შვედ ბიოქიმიკოსთან ტომას ლინდალთან და ამერიკელ ბიოქიმიკოსთან პოლ მოდრიჩთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, მათ ერთად ჩაატარეს დნმ-ის აღდგენასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები. 1984 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მას მოლეკულურ ბიოფიზიკაში ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო გადასცა. სანჯარი მეორე თურქია, მწერლის ორჰან ფამუქის შემდეგ, რომელმაც ნობელის პრემია აიღო. ორჰან ფამუქიც სანჯარის მსგავსად სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლობდა.
აზიზ სანჯარიმ 2016 წლის 19 მაისს, ნობელის პრიზის ოქროს მედალი და სერთიფიკატი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს გადასცა.[27][28]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://web.archive.org/web/20151009200839/http://www.carolinaturkevi.org/about.htm
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/2015/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://thevalleefoundation.org/programs/asbmb-award
- ↑ https://digital.ncdcr.gov/digital/collection/p249901coll22/id/744251/rec/48
- ↑ Aziz Sancar: biographical sketch
- ↑ Curriculum Vitae: Aziz Sancar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-10. ციტირების თარიღი: 2015-10-12.
- ↑ Curriculum Vitae (1985): Gwendolyn B. Sancar[მკვდარი ბმული]
- ↑ 2009 Distinguished Alumni Award Recipients. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2015-10-12.
- ↑ „Nobeli alan Prof. Aziz Sancar konuştu“ [Nobel Prize winner Prof. Aziz Sancar speaks out] (თურქული). CNN Türk. 11 October 2015. ციტირების თარიღი: 12 December 2015. ციტატა: „Anne babayla Arapça konuşurduk ama çocuklar kendi aramızda Türkçe konuşarak büyüdük.“ Translation: "We spoke in Arabic with our parents but as the children we grew up speaking in Turkish with one another."
- ↑ „Nobel Prize in Chemistry: how our DNA repairs itself“. Deutsche Welle. 7 October 2015.
- ↑ Aziz Sancar'ı, emekli general ağabeyi anlattı. ციტირების თარიღი: 3 December 2017.
- ↑ Turkish-American scientist among winners of 2015 Nobel Prize in Chemistry. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2015. ციტირების თარიღი: 12 October 2015.
- ↑ „Nobel Kimya Ödülü'nü Türk asıllı Aziz Sancar kazandı (Aziz Sancar kimdir)“. Hürriyet (Turkish). 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ Aziz Sancar. UNC School of Medicine. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ Prof. Dr. Aziz Sancar. Turkish Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 9 October 2015.
- ↑ American Academy Announces 2004 Fellows and Foreign Honorary Members. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 9 October 2015.
- ↑ Biology : Aziz Sancar elected to the National Academy of Sciences. utdallas.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2015.
- ↑ For Aziz Sancar, long hours in lab lead to triumph. The News and Observer (25 December 2015). ციტირების თარიღი: 9 March 2016.
- ↑ Aziz Sancar receives 2009 Distinguished Alumni Award from University of Texas, Dallas. UNC School of Medicine. ციტირების თარიღი: 16 May 2016.
- ↑ Esra Kaymak; Erkan Avci (8 October 2015). „Turkish Nobel Prize winner happy most for his country“. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 23 November 2015.
- ↑ „Nobel ödüllü Sancar'ı ailesi anlattı“ (თურქული). Anadolu Agency. 8 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 23 November 2015 – წარმოდგენილია TRT Haber-ის მიერ.
- ↑ „Nobel'li Prof. Aziz Sancar: Lise yıllarında ülkücüydüm; sinema ve tiyatroya hiç gitmedim“. T24. 11 October 2015.
- ↑ „Aziz Sancar - Ropörtaj“. Hürriyet. 10 October 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2016.
- ↑ UNC Nobel laureates Oliver Smithies and Aziz Sancar present medals to UNC. UNC Healthcate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 16 May 2016.
- ↑ Cumhurbaşkanı Erdoğan, Nobel Ödülü'nün Anıtkabir Komutanlığına Takdim Törenine Katıldı. Presidency of the Republic of Turkey (19 May 2016). ციტირების თარიღი: 21 May 2016.