აზერბაიჯანი ანტიკურ ხანაში
აზერბაიჯანი ანტიკურ ხანაში — მოიცავს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის ისტორიის იმ პერიოდს, როდესაც ბერძნული და რომაული საზოგადოება აყვავდა და დიდი გავლენა მოახდინა ევროპის ფართო ნაწილზე, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში, ისევე როგორც კავკასიაში . აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანტიკური ხანა იწყება ჩრდილოეთში კავკასიური ალბანეთის დროს, ძვ.წ. IV საუკუნიდან. სახელმწიფო ამ რეგიონში ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებისა და აღმოსავლეთში მისი იმპერიის დაშლის შემდეგ, ძვ.წ. 323 წელს.
ფონი
რედაქტირებააზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრიმიტიული სათემო სტრუქტურის დაშლის შემდეგ დაიწყო ადრეული ტომობრივი გაერთიანებების გაჩენა, რომლებსაც მესოპოტამიასთან ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოს და III ათასწლეულის დასაწყისში აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ტომობრივი გაერთიანების დაშლის შემდეგ წარმოიქმნა მანნეას სამეფო. მანნეელთა სამეფო (ძვ. წ. IX-VI საუკუნე) იყო ერთ-ერთი უძველესი სამეფო, რომელსაცასურეთთან და ურარტუსთან ურთიერთობა ჰქონდა. VIII საუკუნის ბოლო და VII საუკუნის დასაწყისიდან კიმერიელებმა და სკვითებმა, აგრეთვე საქსებმა და მასაგეტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მანნეელთა სამეფოს ტერიტორიის სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაში განვითარებულ მოვლენებში. [1] [2] [3] [4] [5] ძვ.წ. VI საუკუნეში სამხრეთ კავკასიას საბოლოოდ იპყრობს აქემენიდები,რომლებიც ძვ.წ. 330 წელს დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელმა. იწყება ელინისტური კულტურის განვითარება კავკასიის რეგიონში.[6]
ძველი ბერძნული და რომაული წყაროები
რედაქტირებაანტიკური ბერძნულ-რომაელი ავტორები, როგორებიც არიან ჰეროდოტე, პტოლემე, გნეუს პომპეუს ტროგუსი, სტრაბონი, გაიუს იულიუს სოლინუსი და არიანე თავიანთ ნაშრომებში ახსენებენ ალბანეთს.
ჰეროდოტეს "ისტორიიდან" ვიღებთ ცნობებს ალბანური ტომებისა და მაგების, კასპიის და უდინების ტომების შესახებ.
ალბანეთი
რედაქტირებასაზღვრები
რედაქტირებაალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და დაღესტნის რამდენიმე სამხრეთ რეგიონში შეიქმნა უძველესი სახელმწიფო ალბანეთი, რომელსაც ესაზღვრებოდა სარმატია, იბერია და ატროპატენი. მისი საზღვრები აღმოსავლეთით კასპიის ზღვამდე ვრცელდებოდა. პირველი დედაქალაქი დაარსდა გაბალაში,რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიას მოიცავდა. შუა საუკუნეებში დედაქალაქი ბარდაში გადავიდა.
არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ვიგებთ, რომ ალბანეთი საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა და ადგილობრივი ტომები აქტიურად ინარჩუნებდნენ ურთიერთობას დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებთან, კავკასიის, შუა აზიის, სირიის, ეგვიპტისა და ეგეოსის სამყაროსთან. [7]
ისტორია
რედაქტირებაძვ.წ. 331 წელს, გავგამელას ბრძოლის დროს აქემენიდის მმართველ დარიოს III-სა და ალექსანდრე მაკედონელს შორის, ალბანები აქემენიდების არმიასთან ერთად იბრძოდნენ ატროპატის არმიაში.
ძვ.წ. 66 წელს რომაელი გენერალი გნეუს პომპეუსი ალბანეთში შეიჭრა ინდოეთიდან შავი ზღვის სანაპირომდე და საბერძნეთიდან კავკასიამდე არსებულ სავაჭრო გზებზე კონტროლის დამყარების მიზნით.სტრაბონის ცნობით, მდინარე მტკვრის (კიროსის) ბრძოლაში რომაელმა ლეგიონერებმა გაიმარჯვეს, ალბანეთის მმართველებმა კი რომთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პლუტარქეს ცნობით, ძვ.წ. 65 წელს პომპეუსმა კვლავ შეუტია ალბანეთს, რადგან იბერიაზე თავდასხმის დროს ალბანელებმა უკნიდან მოულოდნელი დარტყმით განარისხეს იგი. ალბანეთის არმიას ალბანეთის მმართველის ძმა კოზისის მეთაურობით შეადგენდა 60 000 ქვეითი და 12 000 კავალერი. მდინარე ალაზანთან ბრძოლა დასრულდა რომაელთა გამარჯვებით ალბანელებზე პომპეუსის სამხედრო ხრიკის წყალობით. ამის შემდეგ გენერალი ანტონი ძვ.წ. 36 წელს კვლავ კავკასიისკენ გაემართა და აღნიშნული სახელმწიფოები დაიმორჩილა, მაგრამ ადგილობრივმა დინასტიებმა მმართველობის სადავეები შეინარჩუნეს.[8] [9] [10] რომის იმპერატორმა ნერონმა 68 წელს დაგეგმა დიდი ლაშქრობა ალბანეთში დერბენტის გადასასვლელით, მაგრამ გეგმა ჩაფლავდა რომის აჯანყების დროს ნერონის სიკვდილის გამო. 72-74 წლებში დერბენტის გადასასვლელის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ალანთა ტომებმა დაიკავეს ალბანეთი და ტრიუმფით დაბრუნდნენ. რომაულ-ალბანური ურთიერთობა III საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა. მე-3 საუკუნის შუა ხანებში სასანიდებსა და რომს შორის ომში რომის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით ახ. წ. 252-253 წწ.), ალბანეთი სასანიდების იმპერიის ვასალური სახელმწიფო გახდა. [11] [12] [13]
1899 წელს აზერბაიჯანის სოფელ ქალაგასთან აღმოაჩინეს ვერცხლის ფირფიტა რომაული ტორევტიკით. კლდის წარწერა ბოიუკდაშის ფეხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან (ბაქოდან 70 კმ) 1948 წლის 2 ივნისს აზერბაიჯანელმა არქეოლოგმა იშაგ ჯაფარზადემ აღმოაჩინა.
ელინიზმი ალბანეთში
რედაქტირებაარქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩრდილოეთ აზერბაიჯანში აღმოჩენილმა ალექსანდრე მაკედონელის სახელობის მონეტების ზარაფხანამ დაადასტურა, რომ ამ პერიოდში ელინისტურ სამყაროსთან ფართო სავაჭრო და კულტურული კავშირები დამყარდა. I ათასწლეულის შუა ხანებიდან ალბანეთში განვითარდა მეტალურგია და ლითონის დამუშავება, ჭურჭელი და ქსოვა, შეიმჩნევა საბერძნეთისა და რომის ტრადიციების გავლენა. ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ალბანეთში სახურავის ფილების წარმოების არსებობა ასახავს ბერძნების გავლენას აქაურ ქალაქურ კულტურაზე.[14]
Სოციალური ცხოვრება
რედაქტირებაალბანეთის მოსახლეობა ოთხი კლასისგან შედგებოდა. პირველ კლასში შედიოდნენ მეფე, ჯარის წინამძღოლი და მმართველი, მეორე კლასში - მღვდლები, მესამე კლასში - სამხედროები და ფერმერები, ხოლო მეოთხე კლასში - გლეხები და მეურნეობაში დასაქმებული ხალხი.
ბერძენი და რომაელი მწერლების გადმოცემით ვიგებთ, რომ ალბანეთი მჭიდროდ იყო დასახლებული, ხოლო ნიადაგი ნაყოფიერი და კარგად მორწყული. ხალხი ძირითადად მესაქონლეობას მისდევდა, ბევრი ცხენის თავლები და საძოვრები იყო. არქეოლოგიური გათხრების დროს ალბანეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ადგილობრივი ხელოსნების მიერ დამზადებული მრავალი ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და იარაღი. ჭურჭელი და კერამიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეკონომიკურ ცხოვრებაში და მოსახლეობის სოციალურ სტატუსს უსვამდა ხაზს. ალბანელები თიხისგან ამზადებდნენ სამშენებლო მასალებს (სახურავის კრამიტი, აგური), სხვადასხვა ჭურჭელს, ადამიანის და ცხოველის ფიგურებს. მინგაჩევირში არქეოლოგიური გათხრებისას არაერთი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი.
ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან ალბანეთში დაიწყო მინის წარმოება.
1958 წელს შამახიში და 1966 წელს გაბალაში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების საგანძური ადასტურებს, რომ ალბანელები მონეტებს იყენებდნენ ვაჭრობისთვის. [15]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ CIMMERIANS – Encyclopaedia Iranica. ციტირების თარიღი: 2020-04-22
- ↑ Cimmerians and Scythians - Herodotus reconsidered. ციტირების თარიღი: 2020-04-22
- ↑ A Psychoanalytic History of the Jews.
- ↑ The International Standard Bible Encyclopedia, Том 4.
- ↑ Mannai | ancient kingdom, Iran.
- ↑ ACHAEMENID DYNASTY – Encyclopaedia Iranica.
- ↑ Period from ancient times to adoption of Islam - Azerbaijan.az.
- ↑ GEOGRAPHY-Book XI, Chapter 4.
- ↑ ALBANIA – Encyclopaedia Iranica.
- ↑ McLaughlin, Raoul (2010). Rome and the Distant East: Trade Routes to the Ancient Lands of Arabia, India and China.
- ↑ (1994) An Ethnohistorical Dictionary of the Russian and Soviet Empires.
- ↑ (2009) Encyclopedia of the Peoples of Africa and the Middle East.
- ↑ DARBAND – Encyclopaedia Iranica.
- ↑ Qədim Azərbaycan: nə bilirik.
- ↑ HISTORY OF AZERBAIJAN.