აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაკრძალები

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაკრძალები — მიეკუთვნება აზერბაიჯანის სახელმწოფო ნაკრძალები, რომელიც მიზნად ისახავენ შეინარჩუნონ ფაუნა, ფლორა და მათი ეკოსისტემები.

სახელმწიფო ნაკრძალები ატარებენ სამთავრობო დაწესებულების სტატუს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და სამეცნიერო კვლევებს. ისინი განსაკუთრებით განკუთვნილია ტიპური და იშვიათი ბუნებრივი კომპლექსების დაცვისთვის, ასევე ბუნებრივი პროცესების და მოვლენების შესწავლისათვის. სახელმწიფო ნაკრძალების მიწების გამოყენება, ისევე, როგორც ცხოველთა და მცენარეთა, რომლებიც გავრცელებულია ამ საზღვრების ფარგლებში, სამრეწველო მიზნებისათვის აკრძალულია კანონით.[1] საქმიანობა ამ სექტორში რეგულირდება აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაკრძალების ფარგლებში მოქცეულია აზერბაიჯანის ტერიტორიის 2,5%.

სახელმწიფო ნაკრძალები

რედაქტირება

აზერბაიჯანში არსებობს 15 სახელმწიფო ბუნებრივი პარკი, რომ შეინარჩუნოს და დაიცვას ფაუნა, ფლორა და მათი ეკოსისტემა. იხილეთ ქვემოთ სიაში:

 
ტყე კასპიის ზღვის მახლობლად

ბასუთჩაის ნაკრძალი

რედაქტირება

ბასუთჩაის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1.07 კმ²-ს ფართობზე 1974 წელს და მისი მიზანი იშვიათი აღმოსავლური ჭადრის დაცვა და შენარჩუნება იყო. ნაკრძალი მოიცავს ფართობს ბასუთჩაის გარშემო, მცირე კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ბასუთჩაის ნაკრძალი მდებარეობს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე ამჟამად ნაკრძალის სტატუსი მოშლილია.

ელდარის ფიჭვის სახელმწიფო ნაკრძალი

რედაქტირება

ელდარის ფიჭვის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 16.86 კმ² ფართობზე სამუხის ადმინისტრაციულ რეგიონში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით 2004 წლის 16 დეკემბერს. მისი მიზანი იშვიათი ენდემური ელდარის ფიჭვის დაცვა და შენარჩუნება იყო.

1967 წელს ნაკრძალი (ფართობით 3,92 კმ²) გადაკეთდა გოიგოლის ეროვნული პარკის ფილიალად.

გარაიაზის ნაკრძალი

რედაქტირება

გარაიაზის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1978 წელს 48,55 კმ²-ს ფართობზე, მისი მიზანი მტკვრის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ტუგაის ტყეების შენარჩუნება და აღდგენა იყო.

2003 წლის 2 ივნისს, გარაიაზის ნაკრძალის ფართობი გაფართოვდა 48.03 კმ²-მდე და შეადგენს 96.58 კმ²-ს.

ყიზილაღაჯის ნაკრძალი

რედაქტირება

ყიზილაღაჯის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1929 წელს 884 კმ²-ს ფართობზე, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით სანაპიროს დაცვის მიზნით. მისი მიზანი აქ მობინადრე ფრინველების დაცვა იყო. ნაკრძალი ფართობით უდიდესია აზერბაიჯანში.

ნაკრძალი შევიდა იუნესკოს რამსარის კონვენციის "საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობიანი ადგილები, სადაც ბინადრობენ ფრინველები"-ს სიაში. ყველაზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელიც შესულია აზერბაიჯანის წითელ წიგნში, გვხვდება ნაკრძალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნაკრძალის წყლის აუზებში არსებობს 54 სახეობის თევზი.

გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი

რედაქტირება
 
გობუსტანი არის დედამიწის ყველაზე უჩვეულო ადგილი.

გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1966 წელს, როდესაც ეს რეგიონი გამოცხადდა, როგორც ეროვნული ისტორიული ძეგლი და აზერბაიჯანის მცდელობა შეინარჩუნოს ფიგურები, ტალახის ვულკანები და გაზის ქვები ამ რეგიონში.

გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი არის ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებით, სადაც არსებობს 600.000-ზე მეტი ქვის ფერწერა, რომელიც ასახავს პრიმიტიული ადამიანებს, ცხოველებს, საბრძოლო საშუალებებს, სარიტუალო ცეკვებს, მეომრებს შუბებით ხელში, აქლემის ქარავნებს, მზის და ვარსკვლავების სურათებს, რომლებიც საშუალოდ დათარიღებულია 5,000-20,000 წლით.

ილისუს ნაკრძალი

რედაქტირება

ილისუს სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1987 წელს 93 კმ²-ს ფართობზე. მისი მიზანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობების ბუნებრივი კომპლექსის დაცვა იყო.

ილისუს სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია გაფართოვდა 173.816 კმ²-მდე, 2003 წლის მარტში.

ისმაილის ნაკრძალი

რედაქტირება

ისმაილის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1981 წელს 57,78 კმ²-ს ფართობზე, რომ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი კომპლექსები, რომელიც მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე.

ნაკრძალის ფართობი 109.6 კმ²-ით გაფართოვდა და მიიყვანეს 167 კმ²-მდე 2003 წლის ივნისში.

პირგულუს ნაკრძალი

რედაქტირება

პირგულუს სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1968 წელს 15,21 კმ²-ს ფართობზე მთის ტყეების, სხვადასხვა სახის ბალახის, ნაყოფიერი ნიადაგის დასაცავად, ასევე ტყეების გაფართოებისთვის და ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც აქვს უარყოფითი ზეგავლენა კლიმატზე.

2003 წელს პირგულუს სახელმწიფო ნაკრძალი გაფართოვდა 27,53 კმ²-ით და მიაღწია 42,74 კმ²-ს.

შაჰბუზის ნაკრძალი

რედაქტირება

შაჰბუზის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 2003 წლის 16 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით 31.39 კმ²-ს ფართობზე, ნახიჭევანში (აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა) შაჰბუზის ადმინისტრაციულ ოლქში.

იგი დაარსდა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების და ცხოველების დაცვის მიზნით.

შირვანის ნაკრძალი

რედაქტირება

შირვანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1969 წელს 177,45 კმ²-ს ფართობზე, როგორც ბენდოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი, წყლის ფრინველების რაოდენობის გაზრდის მიზნით. 1982 წელს ნაკრძალის ფართობი გაფართოვდა 258 კმ²-მდე. წყლის რეზერვების ანგარიშზეა 35,000 მ ფართობი.

შირვანის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს 62,32 კმ².

თურიანჩაის ნაკრძალი

რედაქტირება

თურიანჩაის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1958 წელს 126.3 კმ²-ს ფართობზე, რომლის მთავარი მიზანი იყო ბოზდაღის არიდული ტყის კომპლექსების დაცვა და აღდგენა, ასევე მთიან ფერდობებზე ეროზიული პროცესების პრევენცია.

2003 წლის იანვარში ნაკრძალის ფართობი გაფართოვდა 225 კმ²-მდე.

გარაგელის ნაკრძალი

რედაქტირება

გარაგელის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1987 წელს 2.4 კმ²-ს ფართობზე, მიზანი იყო მყინვარული წარმოშობის ტბის იშვიათი ეკოლოგიური სისტემის და წყლის აუზის მიმდებარედ მყოფ ბუნებრივი კომპლექსების დაცვა. ტბა ძირითადად იკვებება წვიმის და წყაროს წყალით. ნაკრძალის ფლორა მოიცავს მცენარეთა 278 რასებს, 68 ჯიშს და 100-ზე მეტ სახეობას. კალმახი ტბაში 1967 წელს მოიყვანეს.

გარაგელის სახელმწიფო ნაკრძალი ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ნაკრძალი დღესდღეობით არ მოქმედებს.

ზაქათალის ნაკრძალი

რედაქტირება

ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 252 კმ²-ს ფართობზე, ზაქათალას და ბელაქანის რაიონის ტერიტორიებზე, კავკასიონის სამხრეთ ფერდობების ცენტრალურ ნაწილში, აზერბაიჯანში.

ნაკრძალის ტერიტორია რამდენიმეჯერ შეიცვალა და თანდათან მიაღწია 238 კმ²-ს.

გაფართოება

რედაქტირება

აზერბაიჯანმა მიიღო მკაცრი ზომები, ქვეყნის ეკოლოგიის გასაუმჯობესად, შეიქმნა 10-ზე მეტი ახალი ნაკრძალი, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს ბუნება. ქვემოთ ჩამოთვლილია გაფართოებული ნაკრძალები მოცემული გაფართოებული ფართით:

მომავალი გაფართოება

რედაქტირება

დადასტურდა, რომ ზაქათალის ნაკრძალი იქნება გაფართოებული 2007 წელს, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ერთადერთი ნაკრძალი, რომელიც გაფართოვდა 2007 წელს.