აზერბაიჯანის არქეოლოგია
აზერბაიჯანის არქეოლოგიური საიტებისადმი ინტერესი XIX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა.[1] დღეისთვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ეპიგრაფიკულ და ანთროპოლოგიურ კვლევებს უძღვება. 1999 წლიდან ხაზარის უნივერსიტეტი ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტში ჟურნალი Journal of Azerbaijan Archaeology (აზერბაიჯანის არქეოლოგიის ჟურნალი) იბეჭდება. 1920 წელს დაარსებულ აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში აზერბაიჯანის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებია გამოფენილი. ანტიკური და შუა საუკუნეები ისტორიის სექციაში 25 000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი. 1969 წლიდან მუზეუმის არქეოლოგები კასპიის ზღვის ქვეშ არქეოლოგიურ გათხრებს ატარებენ.
პალეოთის ხანა
რედაქტირებაპალეოლითის ხანის ქვედა საფეხური, ქვედა პალეოლითი მოიცავს 3.2 მილიონი - 100 000 წლის წინანდელ ეპოქას. ამ პერიოდის პრეისტორიულ ადამიანთა ნაშთები აღმოჩენილია აზიხის მღვიმეში, რომლის არქეოლოგიური მასალა III, V და VI დენებშია აღმოჩენილი. III ფენა საფხეკ-სახოკ, წვეტიან, დანისებრ იარაღებსა და სხვა მასალას მოიცავს, რომელიც მუსტიეს ეპოქით თარიღდება. V ფენაში ხელცულები და გვიანდელი არქანთროპებისა და ადრინდელი პალეოანთროპებს შორის გარდამავალი ადამიანის ქვედა ყბის ფრაგმენტია აღმოჩენილი. VI ფენაში რიყის ქვისგან დამზადებული უხეში ხელცულები, ანატკეც-ანამტვრევებია აღმოჩენილი. აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ძვლებიც. აზიხის გამოქვაბული მსოფლიოში სიძველით მეოთხე არქეოლოგიური საიტია (ყოფილ საბჭოთა კავშირში უძველესი იყო). 1962 წელს აზერბაიჯანელმა ისტორიკოსმა, მამედალი ჰუსეინოვმა 350-450 000 წლის წინანდელი ადამიანის (აზიხანტროფი) ქვედა ყბის ძვალი აღმოაჩინა, რომელიც პრენეანდერტალელის ჰაიდელბერგის ტიპს მიეკუთვნება.[2][3]
შუა პალეოლითის პერიოდი აზერბაიჯანში თაღლარის, დემჩილისა და დაშ-სალაჰლის მღვიმეებში შეისწავლეს. თაღლარის მღვიმე არქეოლოგმა მამედალი ჰუსეინოვმა 1960 წელს გამოიკვლია.[2][4] არქეოლოგიური კვლევების თანახმად 40-35 000 წლის წინ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუსტიეს კულტურა ზედა პალეოლითის კულტურამ ჩაანაცვლა.[5]
მეზოლითის ხანა
რედაქტირებადაახლოებით 12 000 წლის წინ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის ხანა მეზოლითის ხანამ შეცვალა. მყინვარების დნობისა და დათბობის შედეგად კლიმატი შეიცვალა, რამაც ადამიანთა ცხოვრების წესშიც რიგი ცვლილებები შეიტანა. აზერბაიჯანში მეზოლითის ხანა ძირითადად გობუსტანის ძეგლების საფუძველზე შეისწავლეს. კირქვის დიდი ფრაგმენტები აღმოაჩინეს ბოიუქდაშის, ქიჩიკდაშისა და ცინგირდაშის მთების ფერდობებზე, რომელიც ბაქოდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობენ. გამოქვაბულთა კედლებსა და კირქვის ნატეხებზე პირველყოფილთა ნახატები იყო გამოსახული. კვლევებმა ცხადყო, რომ გობუსტანის მთებში მცხოვრებ პრეისტორიულ ადამიანებს უკვე ჰქონდათ წარმოდგენები ტოტემის შესახებ. ილუსტრაციები პირველყოფილთა ცხოვრების წესსა და საქმიანობას ნათლად ასახავს. არქეოლოგიური ძიების დროს ერთ-ერთ საიტზე 12 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.[6][7]
ნეოლითის ხანა
რედაქტირებაარქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში მეზოლითის ხანა ნეოლითმა შეცვალა. მკვლევრები ნეოლითის ხანას ორ პერიოდად: სამეთუნეო ნეოლითის ხანად და წინასამეთუნეო ნეოლითის ხანად ყოფენ. ნეოლითის ხანის მატერიალური და კულტურული ნიმუშები აღმოაჩინეს დამჯილის გამოქვაბულში, გობუსტანის გამოქვაბულებში, ნახიჩევანის ქიულთეფეში და სხვა არქეოლოგიურ ველებზე. დამჯილის გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩენილი ჟანგმიწის ნაწილაკები იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროინდელი ადამიანი ფერების ფართო პალიტრას ფლობდა. კვლევები ცხადყოფს, რომ ამ პერიოდის ადამიანები ბინადარი ცხოვრების სტილზე გადავიდნენ. გობუსტანის არქეოლოგიურ საიტზე ჩანგლის მსგავსი, შინაურ ცხოველთა მოვლისა და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.[8][9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ARCHEOLOGY viii. REPUBLIC OF AZERBAIJAN. Encyclopædia Iranica. ციტირების თარიღი: 26 April 2012.
- ↑ 2.0 2.1 Azykh Cave en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-23. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ Liberman, Sherri (2004). A Historical Atlas of Azerbaijan (en). The Rosen Publishing Group. ISBN 9780823944972.
- ↑ PALEOLITHIC CAMPS OF AZERBAIJAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-25. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ ARCHEOLOGY viii. REPUBLIC OF AZERBAIJAN – Encyclopaedia Iranica en. ციტირების თარიღი: 2018-04-21
- ↑ AGT - Cultural History - Azerbaijan - Paleolithic / Epipaleolithic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-20. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ „A History of Azerbaijan: from the Furthest Past to the Present Day“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-04-24.
- ↑ „Some 2,000 items of Neolithic period found in Azerbaijan“. AzerNews.az (ინგლისური). 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2018-04-24.
- ↑ The history of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-25.