აზიხანტროფი
აზიხანტროფი (აზერ. Azıxantrop) — ჰომონიდების ოჯახის წარმომადგენელი, რომლის ქვედა ყბის ნაწილი აღმოაჩინეს აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა მამედალი ჰუსეინოვის მეთაურობით 1968 წელს აზიხის გამოქვაბულში, აზერბაიჯანის სსრ-ის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ჰადრუთის რაიონის ტერიტორიაზე. მიეკუთვნება ე. წ. პრენეანდერტალელს (უფრო სწორედ პრენეანდერტალელის ჰაიდელბერგის ტიპს).[1]
ნამარხები თარიღდება ძვ. წ. 450 ათასიდან 50 ათას წლამდე. რადიონახშირბადის ანალიზის მონაცემები დღემდე არ არის ცნობილი, რადგან ანალიზის ეს მეთოდი 40–50 ათას წელზე მეტი ხნის ნახშირბადის შემცველი მასალის ასაკის განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. მიიჩნევა, რომ აღმოჩენილი ყბა ეკუთვნოდა 18–22 წლის ქალბატონს.[2]