თაღლარის მღვიმე
თაღლარის მღვიმე (აზერ. Tağlar mağarası; სომხ. Մեծ Թաղերի Քարայր) — არქეოლოგიური ძეგლი რომელიც პალეოლითის პერიოდში მუსტიეს კულტურის წარმოამადგენელი პრეისტორიული ხალხით იყო დასახლებული.[1] მღვიმე მდებარეობს აზერბაიჯანის სადავო რეგიონ მთიანი ყარაბაღის სამხრეთით მდებარე სოფელ ბოიუქ-თაღლარში. მდინარე გურუჩაის მარცხენა ნაპირზე.[2][3]
თაღლარის მღვიმე | |
---|---|
Tağlar mağarası Մեծ Թաղերի Քարայր Mets Tagheri Karayr | |
გამოქვაბულში ნაპოვნი კაჟის ქვის იარაღები | |
კოორდინატები: 39°36′17″ ჩ. გ. 46°57′53″ ა. გ. / 39.60472° ჩ. გ. 46.96472° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეული | ხოჯავენდის რაიონი |
აღმოჩენის წელი | 1963 |
უძველესი ხალხი აქ 64-24 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.[4]
ისტორია
რედაქტირებამვიმის აღმოჩენა მოხდა 1960 წელს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ მამედალი ჰუსეინოვის ხელმძღვანელობით ჩატარებული პალეოლითური არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. თაღლარის მღვიმეში გათხრები შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს: 1963-1967, 1973 ინტენსიური კვლევების შედეგად, 9 მეტრის სიღრმეში აღმოჩენილია ზოგიერთი არქეოლოგიური ფენა; 1972-1982, 1986 უფრო რთული და მეცნიერული კვლევები.[4]
ვაჰიდ ჰაჯიევმა და მამედალ ჰუსეინოვმა მღვიმის სტრატიგრაფიის შესახებ პირველი ცნობები 1963-1964 წლების გათხრების შედეგებიზე დაყრდნობით გაახმოვანეს.[4]
რ. სულტანოვამ მღვიმის გეოგრაფიული მონაცემების შესახებ სტატია 1973 წელს გამოაქვეყნა.[4]
1976-1982 წლებში მიმდინარეობდა არსებული მონაკვეთების გაწმენდა როგორც შრეებში სტრატიგრაფიის და ლითოლოგიის შესასწავლად ასევე კულტურული ნარჩენების არსებობის დასადასტურებლად. გათხრების პირველივე წლებში აღმოჩენილი იყო ცხოველების ძვლები, რომლების კლასიფიკაციაც მოხდა 1977-78 წლებში.[4]
თაგლარის მღვიმეში აღმოჩენილი მატერიალური და კულტურული არტეფაქტები 1981 წელს გამოფენილი იყო პარიზში მუზეუმ დელჰომში.[5]
2002-ის სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშორისო პროგრამის INTAS-2000-ის ფარგლებში ევროპელმა მეცნიერებმა, მათ შორის ჰენრი დე ლამლიმ ჩაატარეს როგორც თაგლარის მრავალშრიანი აღმოჩენების ასევე აზერბაიჯანის სხვა მღვიმეების არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და პალეოანთროპოლოგიური სამეცნიერო კვლევები.[5]
აღმოჩენები
რედაქტირება1963 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობდა გათხრები. ამ პერიოდში აქრქეოლოგიურ ძელზე აღმოჩენილია: 7000-ზე მეტი ქვის იარაღი, 2000-ზე მეტი ნამარხი ნაშთები და ექვსი კულტურული ნალექის ფენა. პირდაპირ ზედა ფენის ქვეშ აღმოჩენილია შუა საუკუნეების, ბრინჯაოს ხანის და ენეოლითის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები.[6] მეორე მეექვსე შრეებს შორია ღმოჩენილია მუსტიეს კულტურის ინდიკატორები. ქვის იარრების დამზადების მრავალი სამუშაო ნამსხვრევი, წითელი, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი და სხვა ფერებია აღმოჩენილი მღვიმის ინვენტარში.[1]
მეხუთე შრეში აღმოჩენილია სხვა და სხვა ძუძუმწოვრების ნარჩენები, მათ შორის: ცხენების, ირმების, ხარის. 1977-ში სულეიმანოვმა ასევე აღმოაჩინა ისეთი მცირე ზომის ძუძუმწოვრების ძვლები როგორიცაა მღრღნელები. 1980-იანებში და 2009 წელს ეს კოლექცია შეისწავლა ა.კ. მარკოვამ. კოლექცია შეიცავს როგორც მღრღნელების ქვედა და ზედა ყბების ნარჩენებს მოლარებითა და საჭრელი კბილებით ასევე საჭრელი კბილების და მოლარების ცალკეულ ნიმუშებს. ძვლის ეს ნარჩენები შემდეგ ექვს სახეობას მიეკუთვნება: რუხ მემინდვრიას (Microtus obscurus), ბრუცუნას (Ellobius lutescens), ზაზუნებს (Cricetulus migratorius), ლემინგებს (Arvicola terrestris), მექვიშიებს (Meriones libycus) და მიწის კურდღლებს (Allactaga williamsi). მღვიმის ფაუნის რელიქვიების ეკოლოგიურ თავისებურებებზე დაყრდნობით სეიზლება დასკვნის გაკეთება, რომ თაღლარის მღვიმის ირგვლივ მშრალი სტეპური და ნახევრად უდაბნო ლანდშაფტები დომინირებდა როდესაც იქ პრესიტორიული ხალხი ცხოვრობდა.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Azərbaycan Tarixi (7 cilddə). Bakı: Elm, 1998, 1-ci cild
- А. К. Джафаров. Мустьерская культура Азербайджана: по материалам Тагларской пещеры. — «Элм», 1983. — 96 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Павел Иосифович Борисковский. (1979). Древнейшее прошлое человечества. Saint Petersburg: Наука, გვ. 131.
- ↑ Таглар на советской карте.
- ↑ Tağlar mağarası.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Anastasia, Markova (2012). „The rodent fauna from Middle Paleolithic cave site Taglar (Transcaucasus, Azerbaidjan): paleoecology, palaeoenvironments“. Academia.edu. № 2: 115–120.
- ↑ 5.0 5.1 (2008) AZƏRBAYCAN ARXEOLOGİYASI DAŞ DÖVRÜ. Bakı: ŞƏRQ-QƏRB. დაარქივებული 2020-01-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Первобытнообщинный строй на территории Азербайджана“. azerbembassy.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-11. ციტირების თარიღი: 2022-04-14.