ბრუცუნა (ლათ. Ellobius) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. კუდისა - 10 მმ-მდე. ცხოვრობენ მიწაში, სადაც გრძელი საჭრელი კბილებით თხრიან რთულ სავალებს. მიწის ზედაპირზე იშვიათად ამოდიან. წელიწადში 2-ჯერ (ხან 4-ჯერ) ბრუცუნა ყრის 3-5 წრუწუნას. ბრუცუნა გავრცელებულია ევროპის და აზიის უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში. ბრუცუნა იკვებება ბალახოვანი მცენარეების ფესვებით, ბოლქვებითა და ფესურებით. ზოგჯერ აზიანებს კულტურულ მცენარეების ფესვებს.

Ellobius talpinus

ლიტერატურა

რედაქტირება