აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი

აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი (აზერ.Milli Azərbaycan tarixi Muzeyi) დაარსდა 1920 წელს. განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი
აზერ. Milli Azərbaycan tarixi muzeyi
40°22′10″ ჩ. გ. 49°50′24″ ა. გ. / 40.3694778° ჩ. გ. 49.8401222° ა. გ. / 40.3694778; 49.8401222
დაარსდა 1920
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი azhistorymuseum.az
Map

მუზეუმის ისტორია რედაქტირება

1920 წლის ივნისში აზერბაიჯანის სსრ-ს განათლების კომისარიატის სკოლისგარეშე განყოფილებაში დაარსდა „მუზექსკურსის“ ქვეგანყოფილება - „მშობლიური მხარის სასწავლო მუზეუმი - ისტიგლალი“, რომელმაც შემდგომ მიენიჭა მუზეუმის სატუსი. მუზეუმმა მოგვიანებით რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება ( ასე, ვ.ა. შნირელმანის მიხედვით, 1920 წლებში მას ეწოდებოდა „აზერბაიჯანის ხალხების ისტორიის მუზეუმი[1]). 1920 წლის ივლისიდან, მუზეუმი ფუნქციონირებდა ცნობილი ნავთობ - მაგნატისა და მეცენატის გ.ზ.ტაგიევის სასახლეში . 1920 წლის 25 ოქტომბერს მუზეუმს გადაერქვა სახელი „აზერბაიჯანის სსრ-ს სახელმწიფო მუზეუმად“, ხოლო 1921 წლის მაისში მუზეუმმა უკვე მიიღო პირველი დამთვალიერებლები.

მუზეუმის დახასიათება რედაქტირება

 
მორთულობა სპილენძისგან

მუზეუმის სასარგებლო ფართობი შეადგენს 3000 კვ.მ. მათ შორის 2000 კვ.მ. განკუთვნილია სამეცნიერო ექსპოზიციებზე, სადაც, მატერიალური და სულიერი კულტურის საფუძველზე, გადმოცემულია ქვეყნის ნამდვილი პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური ცხოვრება და აზერბაიჯანის ისტორია მაგალითებზე დაყრდნობით დაწყებული უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე.

პირველ ხანებში მუზეუმში მოქმედებდნენ ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, სამხატვრო ხელოვნების, სახალხო განათლების , ასევე აზერბაიჯანის საზოგადოების მშობლიური მხარის საზოგადოება, და უძველესი ძეგლების დაცვის კომისია. შემდგომ წლებში, მუზეუმში ჩატარდა რიგი რიგი სტრუქტურული ცვლილება. 1936 წლის 31 მარტს სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ, ისტორიული პროფილის მქონე მუზეუმის შექმნის შესახებ და მისი აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმად გადარქმევის შესახებ. მუზეუმი გადაცხემულ იქნა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის განკარგვაში.

უახლესი ისტორია რედაქტირება

 
მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი

დღესდრეობით მუზეუმში მოქმედებს 6 განყოფილება (აზერბაიჯანის უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიული ფონდის ექსპოზიციათა განყოფილება, აზერბაიჯანის ახალი ხანის ისტორიული ფონდის ექსპოზიციათა განყოფილება, აზერბაიჯანის უახლესი ისტორიული ფონდის ექსპოზიციათა განყოფილება, ნუმიზმატიკისა და ეპიგრაფიკის ფონდების განყოფილება, ეთნოგრაფიის ფონდების განყოფილება, სამეცნიერო ექსკურსიებისა და მასიური სამუშაოს განყოფილება), ასევე სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაციის განყოფილება, სამხატვრო გაფორმების ჯგუფი, ექსპონატების უსაფრთხოების ჯგუფი,საწარმოო ჯგუფი, ექსპონატების შეფასებისა და შეძენის კომისია, ბიბლიოთეკა. მუზეუმის ფასეულობათა საერთო რაოდენობა აჭარბებს შენახვის 300 000 ერთეულს (ფონდს). მათგან 20 000 გამოფენილია ექსპოზიციაში, დანარჩენი შენახულია სამეცნიერო ფონდების საცავში - ნუმიზმატურში (1500 ერთეულზე მეტია), არქეოლოგიურში (93000), ეთნოგრაფიულში (9000), შეიარაღებისაში (2300), სამეცნიერო არქივში (12000), ძვირფასი მეტალების ფონდებში (15 000), ნეგატივები (10254), იშვიათი წიგნების ფონდში (4570). მუზეუმი გამოსცემს სტატიების კრებულს „აზერბაიჯანის ისტორიის მასალები“.

ნუმიზმატიკური კოლექცია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება