ხაზარის უნივერსიტეტი

ხაზარის უნივერსიტეტი, „კასპიის უნივერსიტეტი“ — კერძო უნივერსიტეტი ბაქოში, აზერბაიჯანში[1][2]

ხაზარის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1991
დამფუძნებელი (-ები) ჰამლეტ ისახანლი
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი ჰამლეტ ისახანლი
ქალაქი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://www.khazar.org/

კამპუსები რედაქტირება

ხაზარის უნივერსიტეტი განთავსებულია ქალაქ ბაქოში, სამ კამპუსზე. დღეისათვის მიმდინარეობს კიდევ ერთი კამპუსის მშენებლობა.

  • ნეფტჩილარის კამპუსი – მდებარეობს ნეფტჩილარის მეტროსადგურთან ახლოს. მისამართი: მაჰსათის ქუჩა 11, აზერბაიჯანი, 1096.
  • ცენტრალური კამპუსი – მდებარეობს ბაქოს ცენტრში, ნიზამის მეტროსადგურთან ალოს. მისამართი: 122 ბაშირ სეფეროღლის ქუჩა 122, აზერბაიჯანი, 1009
  • ალატავას კამპუსი – აქ განთავსებულია ხაზარის უნივერსიტეტთან არსებული სკოლა „დუნია“ ( მსოფლიო). მისამართი ალატავას ქუჩა 2, აზერბაიჯანი 1012.
  • ბინაღადის კამპუსი – სკოლია „ დუნია“ ახალი საგანმანათლებლო კომპლექსი, სპორტული ცენტრი, საერთო საცხოვრებელი და ტექნოპარკი.

ზოგადი ინფორმაცია რედაქტირება

 
ჰამლეტ ისახანლი

დაარსდა 1991 წელს პროფესორ ჰამლეტ ისახანლის მიერ. დაარსებისთანავე უნივერსიტეტი გახდა ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამასთან, ხაზარის უნივერსიტეტმა პირველმა შესთავაზა აზერბაიჯანს დასავლური ტიპის, კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სერვისი. ხაზარის უნივერსიტეტის დაარსებით ისახანლიმ მოახდინა წინამორბედი, საბჭოური კორუმპირებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება[3][4][5].

აკადემიური ინფორმაცია რედაქტირება

აზერბაიჯანში ხაზარის უნივერსიტეტი ცნობილია როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია ინოვაციური, დასავლური ტიპის განათლების მიღება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ამასთან ერთად, უნივერსიტეტი განაგებს სკოლა-ლაბორატორიას, (დუნიას სკოლა) რომელიც სთავაზობს სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების პროგრამებს.

ხაზარის უნივერსიტეტის აკადემიური ბაზა მოიცავს 250-მდე ლექტორს, რომელთაგან დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის ხაზარის უნივერსიტეტმა პირველმა შემოიღო სტუდენტზე ორიენტირებული კრედიტების დაგროვების სისტემა. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები სტანდარტის მხრივ შეესაბამება განვითარებული ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების კურიკულუმთან. ხაზარის უნივერსიტეტში სწავლების ძირითადი ენაა ინგლისური. ეს ფაქტორები გულისხმობს აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების ზრდას სტუდენტებისთვის და განაპირობებს მათ მომზადებას გლობალურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.

ხაზარის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი სკოლა ( კოლეჯი):
1 საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა
2 ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა
3 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
4 განათლების სკოლა

ოთხივე სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს შემდეგ დარგებში:

საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა რედაქტირება

პირველადი სპეციალობები:
1 სამოქალაქო ინჟინერია (BS)
2 კომპიუტერული ინჟინერია (BS, MS, PhD)
3 კომპიუტერული მეცნიერებები (BS, MS, PhD)
4 ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციები (BS, MS)
5 ნავთობისა და გაზის ინჟინერია (BS, MS, PhD)
6 ქიმიური ინჟინერია (BS)
7 ბიოსამედიცინო ინჟინერია (BS, MS)

ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა რედაქტირება

ძირითადი სპეციალობები:
1 ბიზნესის ადმინისტრირება (BBA, MBA)
2 ეკონომიკა (BS, PhD)
3 მარკეტინგი (BBA, MBA)
4 ფინანსები (BBA, MBA)
5 საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (BBA, MBA)
6 მენეჯმენტი(BBA, MBA, PhD)
7 საერთაშორისო ეკონომიკა(MBA)
8 პროექტების მართვა(MBA)

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა რედაქტირება

პირველადი სპეციალობები:
1 ინგლისური ენა და ლიტერატურა (BA, MA)
2 რეგიონათაშორისი მეცნიერებები (BA, MA)
3 საერთაშორისო ურთიერთობები (BA, MA, PhD)
4 პოლიტიკური მეცნიერებებია (BA, MA, PhD)
5 ჟურნალისტიკა (BA)
6 საერთაშორისო ჟურნალისტიკა (MA)
7 თარგმანი(BA, MA)
8 ფსიქოლოგია (BA)
9 ლინგვისტიკა (MA)
10 სოციალური ფილოსოფია (PhD)
11 ფილოსოფიის ისტორია (PhD)
12 აზერბაიჯანის ისტორია (PhD)
13 მსოფლიო (PhD)

განათლების სკოლა რედაქტირება

პირველადი სპეციალობები:
1 დაწყებითი განათლება (BS)
2 მათემატიკა და კომპიუტერული სწავლება (BS)
3 ქიმიის სწავლება (BS)
4 ბიოლგიის სწავლება (BS)
5 ისტორიის სწავლება (BA)
6 გეოგრაფიის სწავლება (BA)
7 აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურე (BA)
8 აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლება (BA)
9 აზერბაიჯანული ენა(MA)
10 აზერბაიჯანული ლიტერატურა (MA, PhD)
11 ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლება (BA)

აკადემიური კათედრები რედაქტირება

1 აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურე
2 ბიოლოგიური მეცნიერებები
3 ქიმია
4 სამოქალაქო ინჟინერია
5 კომპიუტერული მეცნიერება
6 აღმოსავლური ენები და რელიგიები
7 ეკონომიკა და მენეჟმენტი
8 განათლება
9 ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციები
10 ინგლისური ენა და ლიტერატურა
11 გეოგრაფია
12 ისტორია და არქეოლოგია
13 ჟურნალისტიკა
14 სამართალმცოდნეობა
15 მათემატიკა
16 თანამედროვე ენები და შედარებითი ლიტერატურა
17 მუსიკა და სახვითი ხელოვნება
18 ნავთობის ინჟინერია
19 ფილოსოფია და სოციოლოგია
20 ფიზიკა
21 პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
22 ფსიქოლოგია

სქოლიო რედაქტირება