აზამ ალი (სპარს. اعظم علی; დ. 3 ოქტომბერი, 1970, თეირანი) — ირანული წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, ვოკალისტი.

აზამ ალი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1970 (1970-10-03) (54 წლის)
დაბ. ადგილი თეირანი, ირანის დროშა ირანი
წარმოშობა აშშ-ის დროშა აშშ, კანადის დროშა კანადა
ჟანრ(ებ)ი ეთნიკური მუსიკა, როკი, სუფიური მუსიკა, ნიუ ეიჯი
ინსტრუმენტ(ებ)ი ციმბილი, დოლი, დაფი, რიყი, ტანპურა
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Six Degrees Records, Narada Productions
საიტი azamalimusic.com
აზამ ალი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

აზამ ალი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. ისლამური რევოლუციის შემდეგ მისმა ოჯახმა დატოვა სამშობლო და ინდოეთში დასახლდა, სადაც იზრდებოდა აზამიც. 1985 წელს დედასთან ერთად მიემგზავრება ანჯელესში, სადაც სხვადასხვა აღმოსავლურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე იწყებს დაკვრას.

90-იანებში ქმნის ვოკალურ პროექტს სახელად Vas, ხოლო შემდგომში ხდება ბენდ Niyaz-ის ვოკალისტი. განსაკუთრებით ცნობილია ვოკალური დიაპაზონით, ასევე იმით, რომ მღერის სუფიურ და ეთნიკურ მუსიკას აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში.

ასრულებს სიმღერებს სპარსულად, თალიშურად, თურქულად, აზერბაიჯანულად, ქურთულად, არაბულად, სერბო-ხორვატულად, ურდუზე და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: