ავღანეთის საგარეო ურთიერთობები

ავღანეთის საგარეო ურთიერთობები 2021 წელს ქაბულის დაცემის შემდეგ, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დაცემა და თალიბანის რეჟიმის დამყარება მოჰყვა, გარდამავალ ფაზაშია. ახალი რეჟიმი, ავღანეთის ისლამური საამირო, არცერთ სახელმწიფოს უღიარებია. მართალია, ზოგიერთ სახელმწიფოს ისლამურ საამიროსთან არაფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მაგრამ ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელთათვის ფორმალური ურთიერთობები შეზღუდულია.

სახელმწიფოები, რომლებთანაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას (2001–2021) დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა დამყარებული. ავღანეთის ისლამურ საამიროს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს დამყარებული

ისტორია რედაქტირება

 
ავღანეთის ისლამური საამიროს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი

საბჭოთა კავშირის შეჭრამდე ავღანეთი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. იგი საგარეო ურთიერთობებში მიუმხრობლობის პოლიტიკას ირჩევდა და იმ სახელმიწოფოებს შორისაა, რომელთაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. საერთაშორისო ფორუმებზე ავღანეთი ძირითადად აზიისა და აფრიკის მიუმხრობელი ქვეყნების პოზიციას იკავებდა. 1950-იან და 1960-იან წლებში, ცივი ომის დროს ავღანეთი როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ამერიკის მხრიდან იღებდა ეკონომიკურ მხარდაჭერას, თუმცა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, აშშ-მა ავღანეთისთვის ექსტენსიური სამხედრო დახმარების გადაცემაზე უარი თქვა, რის გამოც დაუდ ხანსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობები დათბა, თუმცა ოფიციალურად ავღანეთი კვლავ მიუმხრობელი დარჩა. 1978 წლის აპრილში გადატრიალების შემდეგ ნურ მუჰამედ თარაქის მთავრობამ საბჭოთა კავშირთან და მის კომუნისტ სატელიტებთან კიდევ უფრო ახლო კავშირები დაამყარა.

1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ, ავღანეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ის პოლიტიკის შესაბამისი იყო. 1988 წელს ჟენევის შეთანხმების ხელმოწერით მაჰემდ ნაჯიბულამ ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ისმალურ სამყაროშა და მიუმხრობლობის მოძრაობაში იზოლაციის დასრულება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში დასავლური სახელმიწფოების დიდ ნაწილს, მათ შორის აშშ-საც, ქაბულში მცირე დიპლომატიური მისიები ჰყავდათ. 1989 წელს ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ბევრმა სახელმწიფომ მაშინვე უკან გაიწვია მისიები.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა რედაქტირება

2001 წლის ოქტომბერში ამერიკის შეჭრისა და ბონის შეთანხმების შემდეგ ახალმა მთავრობამ ჰამიდ ქარზაის ხელმძღვანელობით ბევრ სახელმწიფოსთან, რომლებთაც ავღანეთს კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე და სამოქალაქო ომამდე ახლო დიპლომატიური ურთიერთოები ჰქონდა, დიპლომატიური კავშირების ხელახლა დამყარება დაიწყო.

ავღანეთის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სამხედრო სფეროს მხარდასაჭერად უწყვეტი მხარდაჭერის მიღებაზე იყო ფოკუსირებული. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა ახლო დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა ჩრდილოეთ ამერიკასთან, ევროპის კავშირთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთთან, ისევე როგორც აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოსთან.

2021 წელს ქაბულის დაცემამდე ავღანეთის საგარეო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა, რომელსაც ჰანიფ ათმარი მეთაურობდა.

ორმხრივი ურთიერთობები რედაქტირება

 
ავღანეთის საელშო ვაშინგტონში

ავღანეთსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1920-იან წლებში დაიწყო, თუმცა ამ ორ სახელმწიფოს მანამდეც ჰქონდა კონტაქტი, როდესაც 1830-იანი წლების ბოლოს იოსია ჰარლანი ავღანეთს ეწვია.[1] თეირანში ცხოვრებისას უილიამ ჰარისონ ჰორნიბრუქი აშშ-ის არარეზიდენტი დესპანის ფუნქციას ასრულებდა ავღანეთში 1935-1936 წლებში.[2]

აშშ-ის პირველი ოფიციალური დიპლომატიური მისია ქაბულში 1942 წელს ჩავიდა. ავღანეთში აშშ-ის საელჩო 1948 წელს გაიხსნა. ლუის გოეთე დრეიფუსი, რომელიც მანამდე აშშ-ის დესპანის ფუნქციას ასრულებდა, 1949 წლიდან 1951 წლამდე ავღანეთში აშშ-ის ელჩი იყო.[2] ავღანეთის პირველი ოფიციალური ელჩი აშშ-ში ჰაბიბულაჰ ხან თარზი იყო, რომელიც ელჩის მოვალეობას 1948-1953 წლებში ასრულებდა.

არგენტინა ოფიცალურადაა აღიარებული ავღანეთის მიერ, რომლის საელჩოც ვაშინგტონში, აშშ-ში მდებარეობს. ავღანეთი აღიარებულია არგენტინის მიერ. მისი საელჩო ისლამაბადში, პაკისტანში მდებარეობს.[3]

ავღანეთის საელჩო მდებარეობს ვენაში. ავსტრია ავღანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ისლამაბადში, პაკისტანში მდებარე საელჩოდან ამყარებს.

ავღანეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები 1994 წლის 16 ნოემბერს დამყარდა. ავღანეთის საელჩო ბაქოში მდებარეობს, ხოლო აზერბაიჯანი ქაბულში საელჩოს განთავსებას მომავალში აპირებს.[4]

ავღანეთსა და ბჰუტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დამყარდა.[5][6]

ევროპა რედაქტირება

ავღანეთსა და ბულგარეთს შორის ფორმალური ურთიერთობები 1961 წლის 12 ივლისს დაიწყო. ავღანეთის საელჩო ბულგარეთში სოფიაში მდებარეობს, ხოლო ბულგარეთს ქაბულში აქვს საელჩო. ავღანეთის საელჩო მდებარეობს პრაღაში, ხოლო ჩეხეთის საელჩო ქაბულში მდებარეობს.

ავღანეთსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1947 წელს დაიწყო.[7] 1967 წლის 24 მაისს საჰაერო მომსახურების შეთანხმებას მოეწერა ხელი ქაბულში. 1979 წლის 2 მარტს ავღანეთისთვის დანიის მხრიდან სესხის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.[8]

2001 წლიდან დანიის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ფარგლებში ავღანეთის ომში იყვნენ ჩართული. ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად დანიის შეიარაღებული ძალები ჰელმანდის პროვინციაში თალიბანთან შეტაკებებში მონაწილეობდნენ. დანიას თავისი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ორი F-16 Fighting Falcon აქვს ყირგიზეთში მანასის ავიაბაზაზე.[9][10]

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

  • Adamec, Ludwig W. Afghanistan, 1900–1923: a diplomatic history (U of California Press, 1967).
  • Adamec, Ludwig W. Afghanistan's foreign affairs to the mid-twentieth century: relations with the USSR, Germany, and Britain (University of Arizona Press, 1974).
  • Kakar, M. Hassan. Political & Diplomatic History of Afghanistan, 1863–1901 (2006), 259pp.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Josiah Harlan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2006. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  2. 2.0 2.1 About the Embassy. U.S. Embassy, Kabul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 13 October 2011
  3. Embassy of Argentina in Pakistan. ციტირების თარიღი: 5 July 2018
  4. Azerbaijan opening embassy in Afghanistan en (14 January 2021). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  5. Establishment of diplomatic relations between the Kingdom of Bhutan and the Islamic Republic of Afghanistan – Ministry of Foreign Affairs.
  6. Afghanistan Establishes Diplomatic Relations with Bhutan | Afghanistan Mission to the UN in New York (21 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
  7. Anjuman-i Tārīkh-i Afghānistān (1967). Afghanistan. Historical Society of Afghanistan – University of Michigan. 
  8. Agreement on a Danish Government loan to Afghanistan (with annexes and exchange of letters).. United Nations Treaty Series. ციტირების თარიღი: 30 January 2011
  9. „Danske F-16 fly i to aktioner i Afghanistan“. B.T. (tabloid) (დანიური). 11 February 2003. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  10. Danske F-16 fly vender hjem fra Kirgistan (Danish flights returns from Kyrgyzstan) da. Dagbladet Information (24 June 2003). ციტირების თარიღი: 30 January 2011